ფიზიკური კოსმოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
= ერთგვაროვანი და იზოტროპული სამყარო =
ასტროფიზიკური დაკვირვებები ადასტურებენ, რომ დიდ მასშტაბებში (სივრცის იმ უბნებში, რომელთა ზომა ასეულობით მეგაპარსეკს აღემატება (იხ. [[პარსეკი]])) მატერიის განაწილება სამყაროში ერთგვაროვანია, ხოლო სივრცის ყველა მიმართულება ეკვივალენტურია. ამ ფაქტებზე დაფუძნებულ ფრიდმანისეულ მოდელებში მატერია განიხილება როგორც უწყვეტი გარემო, რომელიც თანაბრად ავსებს მთელ სივრცეს, და დროის ყოველ მომენტში სიმკვრივის და წნევის გარკვეული მნიშვნელობებით ხასიათდება. ამ გარემოს მოძრაობის გასაანალიზებლად [[თანმხლები ათვლის სისტემა|თანმხლებ ათვლის სისტემას]]იყენებენ. ამ სისტემაში ნივთიერება უძრავია, ნივთიერების დეფორმაციას ათვლის სისტემის დეფორმაცია ასახავს, ასე რომ ამოცანა ათვლის სისტემის დეფორმაციის აღწერაზე დაიყვანება. თანმხლები ათვლის სისტემის სამგანზომილებიან სივრცეს თანმხლები სივრცე ვუწოდოთ. ერთგვაროვანი და იზოტროპული სივრცის შემთხვევაში სიგრძის ელემენტის კვადრატი შემდეგი ფორმულით გამოისახება:
:<math> dl^2 = R^2 \frac {(dx^2 + dy^2 + dz^2)} {1 + \frac {k (x^2 + y^2 + z^2)}{4}} </math>
რაც ეხება ოთხგანზომილებიან [[ინტერვალი|ინტერვალს]], მას შემდეგი სახე აქვს:
:<math> ds^2 = c^2 dt^2 - dl^2 </math>
აქ t დროა, x, y, z - უგანზომილებო სივრცითი კოორდინატებია,R - სივრცის [[სიმრუდის რადიუსი]], c - [[სინათლის სიჩქარე]], k = -1, 0, 1.
 
 
 
160

რედაქტირება