თურქული ენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
ალათაურ ენათა სამი დიდი ჯგუფიდან თურქულ ენათა [[ენათა ოჯახი|ოჯახი]] ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში და 40-მდე ენას მოიცავს. მოლაპარაკეთა რაოდენობის მხრივ 155 მლნ. კაცისთვის ერთ-ერთი თურქული ენა მშობლიურს წარმოადგენს , ხოლო 180 მილიონისთვის – მეორე ენას. რიცხობრივად თურქული ენებს მე–7 ადგილი უჭირავს [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპული]], [[ჩინურ-ტიბეტური ენები|ჩინურ-ტიბეტური]], [[ნიგერ-კონგოს ენები|ნიგერ-კონგოს]], [[აფრაზიული ენები|სემიტურ-ქამიტური]], [[ავსტრონეზიული ენები|ავსტრონეზიული]] და [[დრავიდული ენები]]ს შემდეგ. თურქულ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს გააჩნიათ მნიშვნელოვანი [[დემოგრაფია|დემოგრაფიული]] ზრდის პოტენციალი მიმდინარე [[XXI საუკუნე]]ში .
 
თურქულ ენათა უმეტესობა საკმაოდ დიდ მსგავსებას ავლენს [[ფონოლოგია]]ში, [[მორფოლოგია]]სა და [[სინტაქსი|სინტაქსში]]. ენათა ეს მსგავსება ართულებს ენათა შორის საზღვრების დადგენას, განსაკუთრებით ეს ეხება ერთმანეთის მეზობლად განლაგებულ თურქულენოვან ქვეყნებს, რომელთაც ხშირად სახელმწიფოებს შორის მდებარე ორივე მხარეს გარდამავალ [[დიალექტი|დიალექტებზე]] მოსაუბრე მოსახლეობა ჰყავს. არადა, განცხადება იმის შესახებ, რომ საზღვრები ამ ხალხებს შორის ხელოვნურადაა გავლებული პოლიტიკურ ჟღერადობას შეიძენდა, რადგან საფუძველში არღვევს თურქულენოვან სახელმწიფოთა შორის ჩამოყალიბებულ თანხმობას. {{მთავარი|პანთურქიზმი}} ისე და ისევ დიდი მსგავსებისა და ინტენსიური ურთიერთგავლენების გამო გართულებულია თურქული ენების შიდა გენეტიკური ნიშნით დაყოფა. დღემდე ყოველი მსგავსი მცდელობა მხოლოდ ახალი საკლასიფიკაციო [[ჰიპოთეზა|ჰიპოთეზის]] შექმნით დასრულებულა.
 
== გეოგრაფიული გავრცელების არეალი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თურქული_ენები“-დან