სიმონ ყაუხჩიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
===ბიოგრაფია===
დაიბადა ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში, რომელიც წარმოშობით მესხეთიდან ყოფილა. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ცნობილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის [[ოცხელი იოსებ |იოსებ ოცხელის]] მიერ დაფუძნებულ ორწლიან მოსამზადებელ სკოლაში. შემდეგ კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა. [[1913]] წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. პარალელურად ყაუხჩიშვილი სწავლას იწყებს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები არიან [[მარი, ნიკონიკოლოზ |ნიკო მარი]] და [[ჯავახიშვილი, ივანე|ივანე ჯავახიშვილი]]. [[1917]] წელს იგი წარჩინებით ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტს და ბრუნდება საქართველოში. თავდაპირველად ანტიკური ქვწყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. 1920 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ცნობილი ნაშრომი "ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა (გიორგი ამარტოლის "ხრონოგრაფის" ქართული თარგმანი)", ნაწ. I, ტექსტი. ეს იყო IX საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის საკმაოდ ცნობილი თხზულების XII საუკუნეში შესრულებული არსენ იყალთოელისეული თარგმანის მეცნიერული პუბლიკაცია. შემდეგი ხუთის თვის მანძილზე (1920 წ. სექტემბერი - 1921 წ. იანვარი) უნივერსიტეტის მივლინებით ყაუხჩიშვილი მუშაობს ათენში, სადაც ეუფლება ახალ ბერძნულ ენას და ეცნობა ბიზანტიური ეპოქის ბერძნული ლიტერატურის ძეგლებს, ბერძნულ ხელნაწერებს. იქიდან მიემგზავრება ბერლინში, სადაც ოთხი სემესტრის განმავლობაში სახელგანთქმული ელინისტებისა და ბიზანტინისტების ხელმძღვანელობით როგორებიც იყვნენ უ. ვილამოვიც-მოლენდორფი, ედ. მაიერი, ჰ. დილსი და უ. ვილკენი, სემინარებში მუშაობდა, ლექციებს ისმენდა, სწავლობდა რა პარალელურად წყაროთმცოდნეობას, ეპიგრაფიკასა და პალეოგრაფიას. [[1923]] წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. [[1927]] წლიდან ბიზანტინოლოგიის კათედრის გამგეა.ორჯერ [[1938]] და [[1953]] წლებში ყაუხჩიშვილი მოყვა რეპრესიებში. ორივეჯერ მას დაატოვებინეს კათედრა, ჩამოართვეს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის წოდება, რომელიც მას [[1950]] მიენიჭა. ორივეჯერ იგი იქნა რეაბილიტირებული, თუმცა პირველ შემთხვევაში, იძულებული იყო მოსკოვში განეგრძო [[1939]]-[[1940]] მოღვაწეობა, საბჭოთა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ანტიკური ლიტერატურის განყოფილებაში. [[1960]] წელს, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. [[1969]] წელს აღადგინეს და აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ყაუხჩიშვილის უამრავ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს [[იოანე პეტრიწი||იოანე პეტრიწის]] შრომათა მეცნიერულ პუბლიკაციას ორ ტომად ( II. ტომი [[ნუცუბიძე, შალვა|შ. ნუცუბიძესთან]] ერთად); უაღრესი მნიშვნელობა აქვს მის გამოკვლევებს "ბალავარიანთან" დაკავშირებით, აგრეთვე პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესწავლაში. ყაუხჩიშვილი ავტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე პირველი და ერთადერთი სახელმძღვანელოსი ბიზანტიის ისტორიაში: "ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან" (თბილისი [[1948]]).