ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 44:
ფეოდალურ ხანაში ოკრიბა ნაწილი იყო ქუთაისის საერისთავოსი, რომელიც მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და [[ხანისწყალი|ხანისწყლის]] დასავლეთ მხარეს [[გურია]]მდე (გვიანფეოდალური ხანის [[საჩხეიძეო]], [[სალომინაო]] და [[საჯავახო (მხარე)|საჯავახო]]. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო. [[იმერეთის სამეფო]]ს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე [[სადროშო]]ში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი [[გელათის საეპისკოპოსო|გელათის ეპისკოპოსი]] იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო [[გელათის მონასტერი]] და [[მოწამეთა]]
 
მაშინ, როდესაც ვაკე იმერეთში უკვე XVI საუკუნეში ყმა-მამული ძირითადად სათავადო სახლებს შორის იყო განაწილებული, ოკრიბასა და [[არგვეთი (პროვინცია)|არგვეთში]] მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა. დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ოკრიბაში ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრებიც. ქრისტეს საფლავის მონასტერს გლეხები ჰყავდა ოკრიბის ორ სოფელში: [[ოჯოლა]]ში (6 კომლი) და [[საწირე]]ში (32 კომლი). ისტორიული დოკუმენტები და ეთნოგრაფიული მასალები ოკრიბის სხვადასხვა სოფლების სხვადასხვა სათავადოს შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევებს ადასტურებენ. [[ზედუბანი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|ზედუბანი]], [[დაბაძველი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|დაბაძველი]], [[საწირე]], [[ივანოულიივანეული]], [[მანდიკორი]], [[ბობოთი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|ბობოთი]], [[ძიროვანი]] [[მხეიძეები|მხეიძეთა]] სათავადოში შედიოდა. მხეიძეების სათავადო სამეფო გადასახადებისაგან თავისუფალი იყო, საურს მხოლოდ ათი კომლი იხდიდა, საუდიეროს კი არც ერთი. აგიაშვილებს ეკუთვნოდათ [[ცუცხვათი]], [[ტყიბული]], [[სკიპი]], [[ვაშლარი]], [[ზედა ჭყეპი|ჭყეპი]], [[სოჩხეთი]], [[გურნა]], [[ახალსოფელი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[ძუყნური]], [[კისორეთი]], [[ანტორია]]. აგიაშვილები თავიანთი სათავადოს მართვაში იყენებდნენ მოურავებს ყიფიანების და ჟორჟოლაძეების აზნაურული გვარებიდან. [[ოჯოლა|ოჯოლელ]] ქელბაქიანებს ეკუთვნოდათ [[ლეყერეთი]].
XIX საუკუნიდან ოკრიბა სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკრიბა“-დან