ოკრიბა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 1:
'''ოკრიბა''' — ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში, [[იმერეთი]]ს ნაწილი, მოიცავს [[ტყიბულის მუნიციპალიტეტი]]ს ტერიტორიას. ოკრიბა ეწოდება ქალაქ [[ტყიბული]]ს ერთ-ერთ ქუჩას, ადგილობრივ გაზეთს, ადგილობრივ ტელევიზიას, ავტოსადგურს ქალაქ [[თბილისი|თბილისში]]
{{ვიკი}}▼
ოკრიბა წყაროებში პირველად მეთერთმეტე საუკუნეშია მოხსენიებული. სახელწოდება "ოკრიბა” მომდინარეობს ზანური "კირიბ” სიტყვიდან, რაც «საბატკნეს” ნიშნავს. ხალხში გავრცელებული მეორე მოსაზრება, უფრო სწორად ლეგენდა, მოგვითხრობს: «ერთხელ აქ სოლომონ მეფეს ჩაუვლია და ბევრი ხალხი უნახავს ერთად თავმოყრილი და უთქვამს: «ვო კრებაო” და ამის შემდეგ ქვია ოკრიბა”.▼
== გეოგრაფია ==
▲{{ვიკი}}
ოკრიბას დასავლეთით გამოყოფდა მდ. [[რიონი]], ჩრდილოეთით, [[რაჭა|რაჭიდან]] – რაჭის ქედის ერთი მონაკვეთი, ჩრდილოეთ-დასავლეთით, [[ლეჩხუმი]]დან – რაჭის ქედის გაგრძელება (მდ. [[ლეხიდარი]]ს მარცხენა ნაპირის გასწვრივ), სამხრეთით – იმერეთის ვაკე, სამხრეთ–აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით [[არგვეთი]]ს მთების მასივი. ოკრიბა მთაგორიანი მხარეა, მისი ფართობი 478,2 კვ. კილომეტრს შეადგენს.
ოკრიბა მდებარეობს დასავლეთ საქართველოში ჩრდილო განედის 428158-სა და 428278-ს შორის, ხოლო აღმოსავლეთ გრძედის 428438-ს და 438078-ს შორის და ვრცელდება ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.
Line 42 ⟶ 37:
ძიროვანი ოკრიბის ერთ-ერთი ძველი და დიდი სოფელია. სოფელში ციხის არსებობას ადასტურებს ტოპონიმი «ნაციხვარი". «ადგილს «ნაციხვარი იმიტომ ჰქვია, რომ არის ციხე". საისტორიო საბუთებში არაა დაფიქსირებული წყალწითელას (სოფელ წყალწითელას _ დ. შავიანიძე) ციხე, რომელიც გვიან საუკუნეებში აშენებული ჩანს. მნიშვნელოვან თავდასაცავ ნაგებობას წარმოადგენს ხრესილის ციხე. სოფელ კურსებში გრიგოლ გოგოლაშვილის ეზოში დღესაცაა «ბერიციხის" ნარჩენი". ოკრიბის სათავდაცვო ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სოფელ ციხიის ციხე. სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. სოფელ კითხიჯში «ადგილს ჰქვია «ბერიციხე". საისტორიო წყაროებსა და საბუთებში არსად არაა დაფიქსირებული სოფელ ანტორიის ციხეც.
== ისტორია ==
ოკრიბაში ადამიანის ცხოვრების კვალი ძველი [[ქვის ხანა|ქვის ხანიდანაა]] დამოწმებული. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია უძველესი ადამიანის ნასახლარები მდინარე [[წყალწითელა]]ს ხეობაში: [[ცუცხვათის მღვიმე]]ში, [[ნაქერალას ქედი]]ს ფერდობზე, [[ახალსოფელი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფლის]] ტბის მიდამოებსა და მდინარე საბელასურის ხეობაში. ანტიკური ხანის ნასახლარების არსებობა დასტურდება სოფლებში [[გადაღმა წყალწითელა]], [[სოჩხეთი]], [[ჯვარისა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|ჯვარისა]], [[ოჯოლა]], [[გელათი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|გელათი]], [[კურსები]], [[ოხომირა]].
ფეოდალურ ხანაში ოკრიბა ნაწილი იყო ქუთაისის საერისთავოსი, რომელიც მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და [[ხანისწყალი|ხანისწყლის]] დასავლეთ მხარეს [[გურია]]მდე (გვიანფეოდალური ხანის [[საჩხეიძეო]], [[სალომინაო]] და [[საჯავახო (მხარე)|საჯავახო]]. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო. [[იმერეთის სამეფო]]ს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე [[სადროშო]]ში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი [[გელათის საეპისკოპოსო|გელათის ეპისკოპოსი]] იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო [[გელათის მონასტერი]] და [[მოწამეთა]]
მაშინ, როდესაც ვაკე იმერეთში უკვე XVI საუკუნეში ყმა-მამული ძირითადად სათავადო სახლებს შორის იყო განაწილებული, ოკრიბასა და [[არგვეთი (პროვინცია)|არგვეთში]] მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა. დასავლეთ საქართველოში და მათ შორის ოკრიბაში ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრებიც. ქრისტეს საფლავის მონასტერს გლეხები ჰყავდა ოკრიბის ორ სოფელში: [[ოჯოლა]]ში (6 კომლი) და [[საწირე]]ში (32 კომლი). ისტორიული დოკუმენტები და ეთნოგრაფიული მასალები ოკრიბის სხვადასხვა სოფლების სხვადასხვა სათავადოს შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევებს ადასტურებენ. [[ზედუბანი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|ზედუბანი]], [[დაბაძველი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|დაბაძველი]], [[საწირე]], [[ივანოული]], [[მანდიკორი]], [[ბობოთი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|ბობოთი]], [[ძიროვანი]] [[მხეიძეები|მხეიძეთა]] სათავადოში შედიოდა. მხეიძეების სათავადო სამეფო გადასახადებისაგან თავისუფალი იყო, საურს მხოლოდ ათი კომლი იხდიდა, საუდიეროს კი არც ერთი. აგიაშვილებს ეკუთვნოდათ [[ცუცხვათი]], [[ტყიბული]], [[სკიპი]], [[ვაშლარი]], [[ჭყეპი]], [[სოჩხეთი]], [[გურნა]], [[ახალსოფელი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[ძუყნური]], [[კისორეთი]], [[ანტორია]]. აგიაშვილები თავიანთი სათავადოს მართვაში იყენებდნენ მოურავებს ყიფიანების და ჟორჟოლაძეების აზნაურული გვარებიდან. [[ოჯოლა|ოჯოლელ]] ქელბაქიანებს ეკუთვნოდათ [[ლეყერეთი]].
XIX საუკუნიდან ოკრიბა სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა.
===ეტიმოლოგია===
▲ოკრიბა წყაროებში პირველად
== ლიტერატურა ==
*''ნიშნიანიძე ილია, ნიშნიანიძე დავით''
*''სოსელია ო''. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ–პოლიტიკური ისტორიიდან
*''ვახუშტი ბატონიშვილი''. აღწერა სამეფოსა საქართველოსა.
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.imereti.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1276 ოკრიბა იმერეთის მხარის ვებგვერდზე]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
[[კატეგორია:იმერეთი]]
|