ტყიბულის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ისტორია: ვიკიფიცირება
ხაზი 39:
{{მთავარი|ოკრიბა}}
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია უძველესი ადამიანის ნასახლარები მდინარე [[წყალწითელა]]ს ხეობაში: [[ცუცხვათის მღვიმე]]ში, [[ნაქერალას ქედი]]ს ფერდობზე, [[ახალსოფელი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფლის]] ტბის მიდამოებსა და მდინარე საბელასურის ხეობაში. ანტიკური ხანის ნასახლარების არსებობა დასტურდება სოფლებში [[გადაღმა წყალწითელა]], [[სოჩხეთი]], [[ჯვარისა (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|ჯვარისა]], [[ოჯოლა]], [[გელათი (ტყიბულის მუნიციპალიტეტი)|გელათი]], [[კურსები]], [[ოხომირა]]. მდინარე წყალწითელას ხეობაში არსებულ "ციხე-გორაზე" აღმოჩენილია [[ბრინჯაო (მეტალი)|ბრინჯაოს]]ს იარაღის საწარმოები და ანტიკური ხანის კოლხური მონეტების ზარაფხანა.
 
1071 წლის [[ნიკორწმინდა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)|ნიკორწმინდის]] "იადიგარში" ჩნდება სახელწოდება "ოკრიბა". ფეოდალურ ხანაში ოკრიბა ნაწილი იყო ქუთაისის საერისთავოსი, რომელიც მოიცავდა იმერეთს, ოკრიბასა და [[ხანისწყალი|ხანისწყლის]] დასავლეთ მხარეს [[გურია]]მდე (გვიანფეოდალური ხანის [[საჩხეიძეო]], [[სალომინაო]] და [[საჯავახო (მხარე)|საჯავახო]]. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, იმ დროისათვის იქ 50–ზე მეტი სოფელი იყო. ოკრიბაში მიწის უდიდესი ნაწილი მეფეს თუ ეკლესიას ეკუთვნოდა, თუმცა ადგილ-მამულებს და ყმა-გლეხებს ფლობდნენ საბერძნეთსა და სირია-პალესტინაში არსებული ქართული მონასტრებიც. ოკრიბის სოფლების უმეტესობა [[მხეიძეები]]ს საგვარეულოს ეკუთვნოდა. [[იმერეთის სამეფო]]ს სამხედრო–ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე [[სადროშო]]ში შედიოდა. სასულიერო ხელისუფალი [[გელათის საეპისკოპოსო|გელათის ეპისკოპოსი]] იყო. ოკრიბას მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები იყო [[გელათის მონასტერი]] და [[მოწამეთა]]. XIX საუკუნიდან ოკრიბამ სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა.
 
==ადგილობრივი თვითმმართველობა==