Back to the Future: The Game: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
 
თამაშის თავისებურება იმაშია, რომ იგი გამოდის თვეში ერთხელ, თითო ეპიზოდის სახით და მთლიანად შედგება ხუთი ეპიზოდისგან.
 
== სიუჟეტი ==
 
{{სიუჟეტი}}
 
[[1986]] წლის 14 მაისს [[მარტი მაკ-ფლაი]] ცდილობს, თავისი ცხოვრება შეცვალოს, [[ემეტ ბრაუნი|ემეტ ბრაუნთან]] მოგზაურობის შემდეგ. 6 თვის წინ ბრაუნი მოულოდნელად გაქრა საკუთარი სახლიდან და მისი ქონება აუქციონზე იყიდება. მოულოდნელად ჩნდება „დელორეანი“, ძაღლ აინშტეინთან ერთად. დიქტოფონზე დოკისგან გზავნილია, სადაც ახსნილია, რომ მანქანა ავტომატურად ბრუნდება მომავალში იმ შემთხვევაში, თუ მის პატრონს წარსულში პრობლემები შეექმნება. მანქანაში ასევე გდია ფეხსაცმელი. აინშტეინის დახმარებით მარტი მის მფლობელ, მოხუც ედნა სტრიკლენდს, ყოფილ ჟურნალისტს მიაგნებს. ედნასთან სახლში იგი აღმოაჩენს გაზეთების არქივს, სადაც საუბარია ვინმე ’კარლ სეგანზე’, რომელმაც [[1931]] წელს, [[მშრალი კანონი]]ს ეპოქაში ბოროტმოქმედ ’ბიჭუნა’ ტენენის მფლობელობაში მყოფ არალეგალურ დაწესებულებას ცეცხლი წაუკიდა, რის გამოც ტენენმა იგი შემდეგ დღეს მოკლა. მარტი დოკს პოულობს ციხის საკანში. ახალგაზრდა ემეტისა და ბაბუა არტის დახმარებით, იგი მოახერხებს დოკის გათავისუფლებას. მაგრამ სანამ [[1986]] წელს დაბრუნდებიან, მარტი ხედავს, რომ მისი სხეული ქრება. ეს არის შედეგი იმისა, რომ ბაბუა არტი ტენენის ბანდამ მოკლა, რასაც მოჰყვა ისტორიიდან მარტის ამოშლაც. დოკი და მარტი ბრუნდებიან და ცდილობენ ამ შეცდომის გამოსწორებას, რაშიც ეხმარებიან ტრიქსი ტროტერი, მომღერალი გოგონა ტენენის დაწესებულებიდან და ოფიცერი პარკერი, ჯენიფერ პარკერის (მარტის შეყვარებულის და მომავალი მეუღლის) მამა. თუმცა ისტორია კიდევ ერთხელ იცვლება - ახალგაზრდა ემეტსა და ედნას ერთმანეთი უყვარდებათ, რაზეც მოხუცმა დოკმა ჯერ არაფერი იცის.
 
როდესაც ორეული [[1986]] წელს ბრუნდება, დოკი ქრება, ხოლო დე-ლორეანი იმტვრევა ჰილ ველის გარეუბანში. აღმოჩნდება, რომ ჰილ ველი გადაიქცა მოქალაქე ბრაუნის ტოტალიტარული რეჟიმის სამფლობელოდ. როგორც ჯენიფერი, ასევე მარტის მშობლები შეცვლილები არიან. მარტი დაადგენს, რომ ემეტზე უდიდესი გავლენა იქონია ედნამ, რომელმაც გამოიყენა თავისი მორალური სტანდარტები და დოკი, რათა შეექმნა ახალი საზოგადოება, კრიმინალის გარეშე. ედნასთვის მოულოდნელად, მარტი დაარწმუნებს დოკ ბრაუნს, რომ მისი ნამდვილი მოწოდება მეცნიერებაა. ბრაუნი შეაკეთებს გაფუჭებულ დელორეანს და ორივე [[1931]] წელს ბრუნდება.
 
აქ აღმოჩნდება, რომ ედნა ცდილობს ემეტის ცოდნის სოციალური მიმართულებით გამოყენებას. მარტი ცდილობს, დაარწმუნოს ახალგაზრდა ემეტი, რომ მისი ნამდვილი მოწოდება მეცნიერებაა, მაგრამ მოხუც ემეტს არ მოსწონს, რომ მარტი მის ცხოვრებაში ერევა და იქაურობას ტოვებს. მარტი წარმატებულად გააწყვეტინებს ახალგაზრდა ემეტს ედნასთან ურთიერთობას და დაარწმუნებს, რომ მეცნიერება მისი მომავალია.
 
მოქალაქე ბრაუნი და ედნა (რომელიც მოხუც დოკს ’კარლ საგანის’ სახელით იცნობს), ცდილობენ ხელი შეუშალონ ახალგაზრდა ემეტს მისი მფრინავი მანქანის დემონსტრირებაში. მაგრამ მარტი თავად ერევა ამ საქმეში და აღმოაჩენს, რომ სწორედ ედნამ დაწვა ’ბიჭუნა’ ტენენის დაწესებულება. გამოფენაზე ასევე ჩნდება ემეტის მამა, რომელიც მოსამართლეა და შვილის მეცნიერულ ინტერესებში მომავალს არ ხედავს. მარტი მათ შეარიგებს და ემეტი წარმატებულად წარადგენს თავის გამოგონებას. ამასობაში კი ედნა იპარავს ნამდვილ დელორეანს, რომელიც გაქრობამდე მოქალაქე ბრაუნს ეჯახება. იგი ქრება, ხოლო ის დოკი, რომელსაც მარტი კარგად იცნობდა, ჩნდება. მაგრამ იმ დროს, როდესაც ერთმანეთს ესალმებიან, ჰილ ველი იწყებს გაქრობას. ჩნდება ეჭვი, რომ ჰილ ველის ბედი ედნას გამო შეიცვალა. აღმოჩნდება, რომ მოხუცებული სტრიკლენდი დაბრუნდა [[1876]] წელს და გაანადგურა ტენენის ბარი, მაგრამ ცეცხლი მთელ ქალაქს მოედო, რის გამოც ჰილ ველიც გაქრა. ისინი ბრუნდებიან წარსულში, იჭერენ ედნას, რომელსაც პირდაპირ პოლიციაში აბარებენ. ედნას დელორეანი ქრება. მარტი შოკირებულია იმით, რომ ბაბუა არტიმ უნდა იქორწინოს ტრიქსი ტროტერთან - რადგან ბებიას სხვა სახელით იცნობს - მაგრამ აღმოაჩენს, რომ ეს მხოლოდ მისი ფსევდონიმია და მაკ-ფლაების ოჯახის მომავალი ხელშეუხებელია.
 
დოკი და მარტი ბრუნდებიან [[198]]6 წელს. ყველაფერი ისეთივეა, როგორიც მარტის ახსოვდა. თუმცა, ამ რეალობაში დოკი არასოდეს გამქრალა, არამედ ცხოვრობდა მამის სახლში, მეუღლე კლარასთან და ბავშვებთან ერთად. ედნა და ’ბიჭუნა’ ტენენმა იქორწინეს პატიმრობის შემდეგ და სტრიკლენდი პიროვნულად შეიცვალა - თუკი მანამდე ძაღლები ეზიზღებოდა, ახალ რეალობაში იგი აინშტაინის მომვლელია. შესაბამისად - [[ბიფ ტენენი]]ც მისი შვილია. დოკი მარტის საჩუქრად გადასცემს მაკ-ფლაების საოჯახო ფოტოალომს, რომელშიც შეგროვებულია მისი საგვარეულო შტოს ფოტოსურათები. აღმოჩნდება, რომ იგი [[1931]] წელს გაემგზავრა სწორედ იმ მიზეზით, რათა ტრიქსი ტროტერი გადაეღო.
 
მოულოდნელად ზედიზედ ჩნდება სამი სხვადასხვა დელორეანი, მათთან ერთად კი - მარტი მაკ-ფლაები მომავლიდან. მათგან ცნობილი ხდება, რომ დოკმა და მარტიმ უნდა გამოასწორონ მომავალი. სანამ სამეული კამათობს, თუ რომელია ნამდვილი მომავალი, დოკი და მარტი სხდებიან მანქანაში და მიემგზავრებიან.
 
== ეპიზოდები ==
 
{| class="wikitable" style="width:55100%;"
|- style="text-align: center;"
! style="width:50%;"| ეპიზოდი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Back_to_the_Future:_The_Game“-დან