ბოლქვიანი მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბოლქვიანი მცენარეები''', შროშანისებრთა (ქვე...
(განსხვავება არ არის)

00:06, 24 დეკემბერი 2006-ის ვერსია

ბოლქვიანი მცენარეები, შროშანისებრთა (ქვეოჯახი Allioideae, Lilioideae) და ამარილისისებრთა ოჯახის მცენარეები, რომელთაც უვითარდებათ ბოლქვი. ბოლქვიანი მცენარეები ხარობს უმთავრესად მშრალსა და ცხელ ქვეყნებში, სადაც წლის ტენიან პერიოდში ზოგიერთ მცენარეთა თანასაზოგადოების ასპექტს ქმნის. ბოლქვიანი მცენარეებს შორის ბევრია ეფემეროიდი. უმრავლესობა დეკორატიულია (შროშანი, ტიტა, ნარგიზი, სუმბული და სხვა), ზოგი - სამკურნალო (ზღვის ხახვი), ზოგიც - ბოსტნეული (ხახვი, ნიორი, ჭლაკვი, პრასა).