თებე (ეგვიპტე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''თებე''' ([[ძველბერძნული ენა|ძვ. ბერძნ]]. Θῆβαι; არაბ. طيبة‎) — ბერძნული სახელი [[ძველი ეგვიპტე|ძველი ეგვიპტის]] ქალაქისა, რომელიც მდებარეობდა [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] სანაპიროდან 800 კმ-ით სამხრეთით, მდინარე [[ნილოსი]]ს აღმოსავლეთ სანაპიროზე, თანამედროვე ქალაქ [[ლუქსორი]]ს ადგილას. ნილოსოს დასავლეთ ნაპირის სიახლოვეს მდებარეობს თებეს ნეკროლოლისი.
 
თებე დასახლებული იყო ძვ. წ. 32003 200-იან წლებში.<ref>http://www.ancient-wisdom.co.uk/egyptkarnak.htm</ref> ის იყო ოთხიდან ერთ-ერთი ეგვიპტუსი ნომის - ვასეტის დედაქალაქი. ვასეტი წარმოადგენდა ეგვიპტის ცენტრს მე-11 მე-18 დინასტიების მმართველობისას. ამ დროს [[ჰატშეფსუტი|ჰატშეფსუტმა]] ააგო [[წითელი ზღვა|წითელი ზღვის]] ფლოტი, რათა გაეადვილებინა ვაჭრობა თებეს წითელი ზღვის ნავსადგურ [[ელიმი|ელიმსა]] და [[აკაბის ყურე|აკაბის ყურის]] თავში მდებარე [[ეილათი|ეილათს]] შორის. ვაჭრები ყიდდნენ და ყიდულობდნენ საკმეველს, მურს, სოდას, ასფალტს, ძვირფას ქსოვილებს, ღვიის ზეთს და სპილენძის ამულეტებს. მე-19 დინასტიის დროს, მმართველობა თებედან [[ნილოსის დელტა]]ში გადაიტანეს. [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] ნაშთები ეგვიპტური ცივილიზაციის თავის სიმაღლეზე ყოფნის დროის გასაოცარ მტკიცებულებებს წარმოადგენენ. ბერძენმა პოეტმა [[ჰომეროსი|ჰომეროსმა]] თებეს კეთილდღეობა თავის [[ილიადა|ილიადაში]] განადიდა.
 
დღეისათვის მიიჩნევა, რომ სამარხი ტაძრები და საფლავები, რომლებიც ნილოსოს დასავლეთ სანაპიროზეა აღმოჩენილი, თებეს ნაწილს შეადგენდა.