ჰასან ნასრულა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ps:سید حسن نصرالله
ბოტის შეცვლა: ps:سيد حسن نصرالله; cosmetic changes
ხაზი 3:
სეიდი '''ჰასან ნასრულა''' ( حسن نصرالله, ჰასან ნასრუ'ლლაჰ; დაბ: 31 აგვისტო 1960 წელი) არის [[ჰეზბოლა (ლიბანი)|ჰეზბოლას]] უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. იძებნება [[ინტერპოლი|ინტერპოლის]] მიერ, საქმე აღძრულია [[ისრაელი|ისრაელისა]] და[[ეგვიპტე|ეგვიპტის]] სამართალდამცველების მიერ ტერორიზმის, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების და ეგვიპტის ხელისუფლების გადაწყვეტილებების იძულებითი შეცვლისკენ მოწოდებების გამო.
 
== ბიოგრაფია ==
 
დაიბადა 1960 წლის 31 აგვისტოს პატარა შიიტურ სოფელ ბაზურიათში, ჰასანი იყო უფროსი რვა შვილიდან (სამი ვაჟი და ხუთი ქალი). მამამისი, სეიდი აბდულ–ქარიმ ნასრულა [[ბეირუთი|ბეირუთში]], ე.წ. კარანტინის გარეუბანში მუშაობდა და პატარა ჰასანიც თავისთან წაიყვანა. ხუთი წლის ჰასანი შევიდა ალ–ქიფათის სკოლაში, ხოლო როდესაც 1975 წელს ლიბანში სამოქალაქო ომი დაიწყო, ოჯახი ისევ ბაზურიათში დაბრუნდა, სადაც ჰასანი გაწევრიანდა [[ამალი|ამალში]]. მიუხედავად მცირე ასაკისა, იგი დანიშნეს ამალის ბაზურიათის განყოფილების ორგანიზატორად, ამავე დროიდან სეიდი ნასრულა იწყებს ისლამური თეოლოგიის შესწავლას. 1976 წელს [[ტვიროსი|ტვიროსში]] სეიდი ნასრულა შეხვდა შაიხ [[სეიდ მუჰამად ალ–ღარავი|მუჰამად ალ–ღარავის]], რომელიც დაეხმარა მას [[ნაჯაფი|ნაჯაფში]] გამგზავრებაში. სეიდი ნასრულაც გაემგზავრა ნაჯაფში, სადაც იგი შეხვდა აიათოლა ალ–უზმა სეიდ მუჰამად ბაყირ ას–სადრს, რომელთანაც დაიწყო ფიყჰის შესწავლა. 1978 წელს, როდესაც [[ერაყი|ერაყში]] [[შიიტი]] სასულიერო პირებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ დაიწყო რეპრესიები, აიათოლა ას–სადრის მოთხოვნით სეიდმა ნასრულამ და [[აბას ალ–მუსავი|სეიდმა აბას ალ–მუსავიმ]] დატოვეს ერაყი და დაბრუნდნენ [[ლიბანი|ლიბანში]]. ლიბანში ორივენი [[ბაალბექი|ბაალბექის]] იმამ მუნთაზარის სახელობის სასწავლებელში აგრძელებენ მოღვაწეობას. ასევე სეიდი ნასრულა წინ მიიწევს პოლიტიკურ კარიერაშიც და იღებენ ამალის პოლიტბიუროში. 1982 წელს, [[ისრაელი]] [[ოპერაცია მშვიდობა გალილეას|შეიჭრა]] ლიბანში. ამალის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ფაქტს არ შეხვდა ისე, როგორც, რიგი ამალელების აზრით, სიტუაცია მოითხოვდა, ამიტომ ამალის წევრების დიდმა ნაწილმა, მათ შორის სეიდმა ნასრულამ, დასტოვეს ამალი და დააარსეს ახალი ორგანიზაცია [[ჰეზბოლა]]. სეიდი ნასრულა დაინიშნა [[ბიქაას რეგიონი|ბიქაას]] რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
 
=== უმაღლესი საბჭო ===
 
1985 წელს სეიდი ნასრულა მიიღეს ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო 1987 წელს სეიდი ნასრულა ინიშნება ჰეზბოლას აღმასრულებელ კომისრად. თუმცა მალევე იგი მიემგზავრება წმიდა ქალაქ ყუმში სასულიერო განათლების გასაგრძელებლად. 1992 წელს ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, [[აბას ალ–მუსავი|სეიდი აბას ალ–მუსავი]] მოჰკლეს [[ისრაელი|ისრაელის]] [[ვერტმფრენი|შვეულმფრენებმა]] ავტოსტრადაზე [[ბეირუთი|ბეირუთის]] ახლოს, ხოლო ჰეზბოლას უმაღლესმა საბჭომ დაუსწრებლად აირჩია თავმჯდომარედ სეიდი ჰასან ნასრულა.
 
=== უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ===
 
სეიდმა ჰასან ნასრულამ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა [[სამხრეთ ლიბანის ოკუპაცია 1982–2000|ოკუპირებული ტერიტორიის განთავისუფლება]]. ამის გამო ჰეზბოლას სამხედრო ფრთის წევრები მართავდნენ გამუდმებულ თავდასხმებს ისრაელის და [[სამხრეთ ლიბანის არმიის]] ნაწილებზე, საგუშაგოებზე, ბლოკპოსტებზე და ა.შ. 1996 წელს ისრაელმა საპასუხოდ წამოიწყო ოპერაცია [[რისხვის მტევნები]], ხოლო 1997 წელს რაფათის მთასთან ისრაელის დანაყოფთან შეტაკებისას დაიღუპა სეიდ ნასრულას უფროსი ვაჟი, მუჰამად ჰადი.
 
== მსოფლმხედველობა ==
 
სეიდ ნასრულას მსოფლმხედველობა საკმაოდ დიდი კამათის საგანია, მისი განცხადებით – სამოქალაქო პერსონები დაცულნი უნდა იყვნენ ძალადობისაგან, თუმცა [[ისრაელი]] [[ჰეზბოლა|ჰეზბოლას]] მოიაზრებს მრავალი ტერორისტული აქტის მხარდამჭერად, რომლებიც სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იყო მიმართული.
 
=== სიონიზმი ===
 
სეიდი ნასრულა გამოსვლებსა და ინტერვიუებში სიონიზმს უწოდებს "დედამიწის სახადს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას", მკვეთრი წინააღმდეგია სიონიზმის ყოველგვარი გამოვლინებისა და მოითხოვს [[იერუსალიმი|იერუსალიმის]] უპირობო დაბრუნებას მუსლიმთა მმართველობის ქვეშ. თუმცა ზოგ ინტერვიუში თანხმდება ისრაელის არსებობას 1948 წლის საზღვრებში.
 
=== ებრაელები და იუდაიზმი ===
 
მიუხედავად იმისა, რომ თავს [[ანტისემიტიზმი|ანტისემიტად]] არ მიიჩნევს, მის გამოსვლებში მაინც შეიმჩნევა ანტისემიტური ხასიათი – მაგალითად: "ვინ არიან იუდეველები? ხალხი, რომელიც ებრძოდა ღვთის წინასწარმეტყველებს და მოკლული ჰყავს ისინი"
ხაზი 29:
ასევე არსებობდა აზრი თითქოს სეიდმა ნასრულამ თქვა ერთ–ერთ დასავლურ ჟურნალთან – "დიახ, ძალიან კარგია, რომ ისრაელში მოდიან ებრაელები – ჩვენ აღარ მოგვიწევს მათი დევნა მსოფლიო მასშტაბით", მაგრამ შემდეგ როგორც აღმოჩნდა, ეს მთარგმნელისა და ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა.
 
=== 2001 წლის 11 სექტემბერი ===
 
სეიდმა ნასრულამ რამდენჯერმე დაგმო თავდასხმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე "სამოქალაქო პირების მასიურ ხოცვა–ჟლეტას ვერ მოვიწონებ", "ეს უკუშედეგის მომტანია" და "პენტაგონზე თავდასხმა – ეს სრულიად სხვა საკითხია – რადგან პენტაგონი სამხედრო ობიექტია", "იქიდან იმართება [[აშშ|ამერიკის]] ქმედებები"
 
=== ჰოლოკოსტი ===
 
სეიდი ნასრულა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს [[ჰოლოკოსტის უარყოფა|ჰოლოკოსტის უარმყოფლად]]. მას რამდენჯერმე აქვს გაკეთებული განცხადება გერმანელებთან ეთნიკურად ებრაელი და იუდაისტური მრწამსის ადამიანების კოლაბორაციის ფაქტეის დამალვაზე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა რიცხვის გაზრდაზე. ასევე მან მხარდაჭერა გამოხატა ჰოლოკოსტის უარმყოფელ [[როჟე გარო|როჟე გაროს]] მიმართ და თქვა – "რატომ უნდა იდევნებოდეს ეს ადამიანი თავისი აზრის გამო? და ეს იმ ქვეყანაში ხდება, რომელიც მუდამ სხვებს უკიჟინებს სიტყვის თავისუფლებას და სიტყვის თავისუფლების დაცვის საბაბით აძლევს უფლებას თავის გაზეთებს გადმობეჭდონ და გაავრცელონ [[მუჰამადის შეურაცხმყოფელი კარიკატურები|წინასწარმეტყველის შეურაცხმყოფელი კარიკატურები]]?"
 
=== მოქმედებები ისრაელის წინააღმდეგ ===
 
სეიდი ნასრულა მომხრეა შეიარაღებული ბრძოლისა. "ჩვენ ვხედავთ რა ხდება [[გოლანის მაღლობი|გოლანზე]] და [[იორდანეს დასავლეთ ნაპირი|დასავლეთ ნაპირზე]], ვხედავთ, რომ მხოლოდ განუწყვეტელმა შეიარაღებულმა ბრძოლამ, და არა [[გაერო|გაერომ]] ან [[არაბულ სახელმწიფოთა ლიგა|არაბულმა ლიგამ]] შეიძლება მოიტანოს ნაყოფი".
 
== პირადი ცხოვრება ==
 
სეიდი ჰასან ნასრულა დაქორწინებულია ფატიმა იასინზე. ჰყავს ოთხი შვილი – სეიდი მუჰამად ჯავადი, სეიდი მუჰამად ალი, სეიდი მუჰამად მაჰდი და სეიდა ზაინაბი.
ხაზი 78:
[[pl:Hassan Nasrallah]]
[[pnb:حسن نصر اللہ]]
[[ps:سیدسيد حسن نصرالله]]
[[pt:Hassan Nasrallah]]
[[ru:Насралла, Хассан]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰასან_ნასრულა“-დან