ნაპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
''ზღვის ნაპირი'' წარმოიქმნება ძირითადად ზღვის [[აბრაზია|აბრაზული]] მოქმედების, ნატანის გადაადგილებისა და აკუმულაციის შედეგად. განარჩევენ აბრაზიულ და აკუმულაციურ ([[ბარი]], [[ცელა]]) ნაპირებს, რომელთა ჩამოყალიბება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ოკეანისა და ზღვის [[ნაპირის ზონა]]ში ტალღების ენერგიის ხარჯვის ინტენსიურობაზე, რაც, თავის მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული ტალღების სიდიდესთან, წყალქვეშა კალთის დახრილობასა და ნატანის ბალანსთან. ზღვის ტრანსგრესიის შედეგად წარმოიქმნება ინგრესიული ნაპირები, რომელთა შორის განირჩევა მყინვარული ([[ფიორდი|ფიორდული]], [[შხერები|შხერული]]), ეროზიული (რიასული, [[ლიმანი|ლიმანური]]), ეოლური (არალის ტიპის ნაპირი), სტრუქტურულ-დენუდაციური (დალმაციური) ტიპის ნაპირები და სხვა.
 
აბრაზიისა და აკუმულაციის ზემოქმედების შედეგად ინგრესიული ნაპირების მოხაზულობა სწორდება: [[კონცხი|კონცხები]] ჩამოიჭრება, უბეები ივსება ნატანით. [[ზღვა|ზღვის]] ნაპირების წარმოქმნაში მონაწილეობს სხვა ფაქტორებიც — დიდი მდინარეების შესართავებში ყალიბდენა [[დელტა|დელტური ნაპირი]], ტროპიკული ზღვების სანაპიროებზე რიფების წარმომქმნელი ორგანიზმები ქმნიან მარჯნის ნაპირებს ([[მარჯნის რიფი|რიფები]]), პოლარული ზღვების სანაპირო ზოლის მზრალ ქანებზე ზღვის წყლის თერმული ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება თერმოაბრაზიული ნაპირები და სხვა. ზღვის ნაპირების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს აგრეთვე თანამედროვე ტექტონიკური მოძრაობები.
 
''მდინარის ნაპირები'' ყალიბდება მდინარის ეროზიული და აკუმულაციური მოქმედებისა და გრავიტაციული პროცესების (მეწყერი, ჩამონაზვავი, ჩამონაშალი) შედეგად. ნაპირების წარეცხვისა და მოლექვის ხასიათს განსაზღვრავს [[კალაპოტი]]ს მორფოლოგიისა და [[დინამიკა|დინამიკის]] თავისებურებები (მეანდრირება, დატოტვა, ჩქერების გადანაცვლება). განარჩევენ ჭალის (რომელიც პერიოდულად იტბორება) და მკვიდრ (რომელიც არ იტბორება) ნაპირებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაპირი“-დან