სტრატოვულკანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''სტრატოვულკანი''', ''შრეებრივი ვულკანი'' ([[ლათინური ენა|ლათ]]. stratum - ფენა და ''[[ვულკანი]]'') — შერეული [[ვულკანი]], რომლის კონუსი აგებულია ერთმანეთის მონაცვლე გამყარებული ლავური ნაკადებისა და ლავის შეცემენტებული ([[ლავა]], [[ტეფრა]], [[პემზა]], [[ვულკანური ფერფლი]]) ნატეხებისაგან. წარმოიქმნება ლავის ამონთხევისა და ვულკანის აფეთქებითი მოქმედების დროს.
 
ფარისებრი ვულკანისგან განსხვავებით, სტრატოვულკანი ხასიათდება ციცაბო პროფილითა და პერიოდული, ფეთქებადი ამოფრქვევებით. კონუსის სიმაღლე რამდენიმე ათეული მეტრიდან რამდენიმე კილომეტრამდეა. ამოსული [[ლავა]] გამოირჩევა წებოვნების მაღალი ხარისხით, რაც ხელს უშლის მის დიდ მანძილზე გავრცელებას.
 
ყველაზე ცნობილი სტრატოვულკანებია [[კრაკატაუ]], რომელიც ყველაზე მასშტაბურად [[1833]] წელს ამოიფრქვა და [[ვეზუვი]], რომლის ამოფრქვევამაც ჩვ.წ.[[79]] წელს ქალაქები, [[პომპეი]] და [[ჰერკულანუმი]] გაანადგურა.