საქართველოს ორგანული კანონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კატეგორიის ჩამატება [[:კატეგორია:საქართველოს ორგანული კანონები|საქართველოს ორგანული კანონე
სქოლიო
ხაზი 1:
'''საქართველოს ორგანული კანონები''' მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციის]] თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.<ref>საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი</ref>.
 
ამ აქტების ცნება ოდნავ განსხვავებულია სხვა სახელმწიფოების აქტებისგან. თუ იქ, ორგანული კანონით, როგორც წესი, განისაზღვრება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების სტატუსი, [[საქართველო|საქართველოში]] ორგანული კანონით, ძირითადად, მოწესრიგებულია საკითხები სახელმწიფო სიმბოლიკის, [[არჩევნები|არჩევნების]], [[რეფერენდუმი|რეფერენდუმის]], [[პარლამენტის წევრი|პარლამენტის წევრის]] სტატუსის, [[საკონსტიტუციო სასამართლო|საკონსტიტუციო სასამართლოს]], [[იმპიჩმენტი|იმპიჩმენტის]], [[მოქალაქეობა|მოქალაქეობის]], [[ადგილობრივი თვითმმართველობა|ადგილობრივი თვითმმართველობის]], [[საქართველოს საერთო სასამართლოები|საერთო სასამართლოების]] და სხვ. შესახებ.<ref>ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბ., 2010, გვ. 16-17</ref>.
 
== მოქმედების სფერო ==
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ორგანული კანონებით განისაზღვრება:
* [[საქართველოს პარლამენტი|საქართველოს პარლამენტის]] პალატების (რესპუბლიკის საბჭო და სენატი) შემადგენლობა, უფლებამოსილება და არჩევის წესი;<ref>საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი</ref>;
* საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები;<ref>საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი</ref>;
* [[საქართველოს მოქალაქეობა|საქართველოს მოქალაქეობის]] მოპოვებისა და დაკარგვის წესი;<ref>საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი</ref>;
* საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას [[საკუთრება|საკუთრების]] ჩამორთმევის წესი;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი</ref>;
* საზოგადოებრივ და [[პარტია|პოლიტიკურ გაერთიანებათა]] საქმიანობა, საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი</ref>;
* შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი</ref>;
* [[საქალხო დამცველი|სახალხო დამცველის]] უფლებამოსილება;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი</ref>;
* [[რეფერენდუმი|რეფერენდუმის]] დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის 3-ე ქუნქტი</ref>;
* პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესი;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი</ref>;
* [[საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო|საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს]] უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის 1-ლი პუნქტი</ref>;
* [[საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო|საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს]] უფლებამოსილება და შექმნის წესი;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 86<sup>1</sup>-ე მუხლის მე-3 პუნქტი</ref>;
* [[საქართველოს უზენაესი სასამართლო|საქართველოს უზენაესი სასამართლოს]] უფლებამოსილება, ორგანიზაცია, საქმიანობისა და უზენაესი სასამართლოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-3 პუნქტი</ref>;
* [[საქართველოს ეროვნული ბანკი|საქართველოს ეროვნული ბანკის]] უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის მე-4 პუნქტი</ref>;
* [[საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო|საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს]] შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;<ref>საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი</ref>.
 
== საქართველოს ორგანული კანონის ადგილი სხვა ნორმატიულ აქტებს შორის ==
ზოგადად, ნორმატიული აქტების იერარქია განისაზღვრება [[საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ|საქართველოს კანონში ნორმატიული აქტების შესახებ]]. ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ნორმატიულ აქტთა მიმართება მოცემულია მე-3 მუხლში. ამ მუხლის მიხედვით, საქართველოს ორგანული კანონი ადგილს იკავებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების შემდეგ:<ref>საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი</ref>:
{{ციტატა|საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს შემდეგი იერარქია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ხაზი 34:
 
== საქართველოს ორგანული კანონის მიღება ==
საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული.<ref>საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ, მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი</ref>.
 
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.<ref>საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი</ref>.
 
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მიერ მიღებულ ორგანული კანონის პროექტს [[საქართველოს პრეზიდენტი]] ხელს არ მოაწერს და მოტივირებული შენიშვნით უკან დაუბრუნებს მას, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. პარლამენტს შეუძლია ან გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები, ან კენჭი უყაროს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც გათვალისწინებულია ორგანული კანონისთვის — პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.<ref>საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილი</ref>. პრეზიდენტის ვეტოს გასალახავად კი საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის ხმა..<ref>საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტი</ref>. თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს კანონს, მაშინ მას ხელს აწერს და აქვეყნებს [[საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე]].<ref>საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მე-6 პუნქტი</ref>.
 
== საქართველოს ორგანული კანონები ==