ვიკიპედია:წყაროს მითითება: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ნაჭუჭი|ამ გვერდზე აღწერილია, თუ როგორ მიუთითოთ წყარო თქვენ სტატიას.}}
{{სახელმძღვანელო*|შინაარსის სახელმძღვანელო|ვპ:წმ}}
[[File:Office-book.svg|right|border|100 px|link=]]
'''ინფორმაცია''' ვიკიპედიაში '''სანდო და გადამოწმებადი''' უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. სტატიებში შეძლებისდაგვარად მითითებული უნდა იყოს ეს წყაროები. ნებისმიერი მასალის მართებულობა წყაროს მითითების გარეშე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და წაიშალოს. იდეალში, წყარო უნდა იყოს მითითებული თითოეული წინადადების ბოლოს, მაგრამ ამგვარი იდეალიზაციის შემთხვევაში ვიკიპედიის შინაარსის აღქმა ძალზედ რთლი იქნება. აქედან გამომდინარე, არსებობს კომპრომისი, რომ წყარო სტატიის ყოველი აბზაცის ბოლოს უნდა არსებობდეს.