მდივანბეგთა სასამართლო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მდივანბეგთა სასამართლო''' გვიანფეოდალური საქართველოს [[სასამართლო|სასამართლო]] დაწესებულებას წარმოადგენდა (''„დივან“'' {{lang-fa|}} წარმოშობის სიტყვაა და სახელმწიფო კრებას, კანცელარიას, დაწესებულებას ნიშნავს. აქედან წარმოდგა მდივანბეგისა და მდივნის სახელწოდება).<ref>ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 404</ref>. სასამართლო დაწესებულებას ასევე ''„სამდივნო სახლი“'' ეწოდებოდა. გვიანფეოდალური საქართველოს სამეფო-სამთავროებში სასამართლო ორგანიზაციის ძირითადი, სპეციალიზირებული დაწესებულება იყო ცენტრალური ხელისუფლების მდივანბეგთა სასამართლო. [[მართლმსაჯულება|მართლმსაჯულებას]] მაშინდელ [[საქართველო|საქართველოში]] სხვა პირებიც ასრულებდნენ, მათ შორის, სახელისუფლებო და მმართველობითი ფუნქციების მატარებელნიც, თუმცა მთავარ ფიგურად მაინც [[მდივანბეგი]] გვევლინება. იგი მხოლოდ სასამართლო ფუნქციებით იყო აღჭურვილი.
 
==შემადგენლობა==
მდივანბეგის სასამართლო კოლეგიალურია. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] კანონების მიხედვით, მდივანბეგი ეწოდებოდა სასამართლოს უფროსს, რომელიც უფროსი მოსამართლე იყო.<ref>ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 404</ref>. სასამართლოს შემადგენლობა ზუსტად არ იყო განსაზღვრული, თუმცა, სავარაუდოდ, სამ კაცზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. მდივანბეგის სასამართლოში შედიოდნენ:<ref>ვ. გაბაშვილი, დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, ენიმკის „მოამბე“, XIII, 1943, გვ 184.</ref>:
# '''მდივანბეგი''' — უფროსი მოსამართლე;
# '''მსაჯულები,''' ანუ მოსამართლეები;
ხაზი 9:
 
==კომპეტენცია==
მდივანბეგი მხოლოდ მეფის, ე.ი. კარის მოხელეა. მდივანბეგი არ ჰყავდა არც ერთ საფეოდალოს, ამიტომ მისი კომპეტენცია [[მეფე|მეფის]] ხელისუფლების სიძლიერით განისაზღვრებოდა. მდივანბეგს ხელი მიუწვდებოდა სისხლისა და სამოქალაქო ხასიათის ყოველგვარ საქმეთა განხილვაზე, მაგრამ ზოგიერთ საქმეს იგი მაინც არ არჩევდა, რადგან ეს საქმეები სხვა [[მოხელე|მოხელეებს]] ექვემდებარებოდა. სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მნიშვნელოვანი და რთული საქმეები ამოღებული იყო ადგილობრივი მოხელეებისა და ფეოდალების [[იურისდიქცია|იურისდიქციიდან]] და ისინი მდივანბეგს ან კიდევ მეფესა და [[დარბაზი|დარბაზს]] ექვემდებარებოდა. [[დასტურლამალი|„დასტურლამალის“]] მიხედვით, ზოგიერთი სისხლის სამართლის საქმე მდივანბეგის განსაკუთრებულ კომპეტენციას შეადგენდა. მაგალითად, მკვლელობის საქმე ადგილობრივი მოხელეებისა და მემამულეების იურისდიქციიდან ამოღებული იყო. ასეთი საქმე კარზე უნდა გარჩეულიყო მდივანბეგის მიერ, ისევე, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი [[სისხლის სამართალი|სისხლის სამართლის]] საქმეები — ღალატი, [[სალარო (სამართალი)|სალაროსა]] და [[ეკლესია|ეკლესიის]] გაძარცვა — მეფისა და დარბაზის კომპეტენციაში შედიოდა.<ref>ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 405</ref>.
 
ის გარემოება, რომ მკველობა მდივანბეგის განსაკუთრებულ კომპეტენციას შეადგენდა, არ ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო გაერჩია მკვლელობაზე უფრო მცირე მნიშვნელობის მქონე საქმეები. გარდა მკვლელობისა, კარზე უნდა გარჩეულიყო კიდევ სხვა დავებიც, მაგრამ ასეთი საქმეების უმრავლესობა მეფესა და დარბაზს ექვემდებარებოდა, ხოლო ნაწილი ამ „დიდი საქმეებისა“, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო — მდივანბეგს. ყველა ის საქმე, რომელიც არ ითვლებოდა „დიდ საქმედ“, როგორც წესი, ადგილობრივ ფეოდალებსა და მათ მოხელეებს ექვემდებარებოდა. მდივანბეგს ასევე ექვემდებარებოდა ის საქმეებიც, რომელთა მონაწილე მხარეები პირადად მას მიმართავდნენ.<ref>ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 406</ref>. კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეთა საჩივარი მოურავს უნდა გაერჩია, სადედოფლო სასამართლო საქმეები — დედოფლის [[სახლთუხუცესი|სახლთუხუცესს]], მაგრამ თუ მხარეები თავისი სურვილით მიმართავდნენ მდივანბეგს, იგი უფლებამოსილი იყო გაერჩია საქმე.<ref>ივ. სურგულაძე, სასამართლო ორგანიზაცია გვიანფეოდალურ საქართველოში, თსუ შრომები, ტ. 47, გვ 237</ref>.
 
==იხილეთ აგრეთვე==