ვიკიპედია:ყავახანა: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1 163:
მეგრულის დამწერლობა არის ქართული, ორი ასოს ჷ და ჸ-ს დამატებით :) და გადასარჩენია თუ არა იმაზე მაინც ნუ მეკამათებით. ენა შესულია იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი ენების სიაში. გარდა ამისა, შუაგულ სამეგრელოში ახალი თაობა განსაკუთრებით გოგოები, ნაკლებად ან სულ არ საუბრობენ ამ ენაზე. ვფიქრობ თქვენ წინასწარ ხართ განწყობილი ნეგატიურად :) არგუმენტაცია, რომ საზოგადოებას ეს არ მოსწონს უსუსურია. სულაც რომ ეს არ იყოს, რა არგუმენტაცია უნდა? არის ენა და არიან მსურველები ვიკის გახსნის :) ჰოდა, ვისაც გვჯერა გაგვატარეთ :D კიდევ, რამდენი დაეჭვდება და რამდენს რანაირი ასოციაცია გაუჩნდება ყველას დარწმუნებას მე ვერ შევძლებ. ალბათ უნდა მეთქვა შეგვიშალეთ ხელი, კარგ რამეს აკეთებთ-მეთქი, მაშინ დამშვიდდებოდა გული :D ქართული ვიკი საკმარისი ნამდვილად არ არის. ენის გამოყენების აუცილებლობაზე ვსაუბრობ და არა ენაზე ცნობების შესახებ :) ვიკი კი სწორედაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ენა გამოიყენო წერილობითი სახით — [[User:Kilavagora|კილავაგორა]] 21:15, 16 ივნისი 2011 (UTC)
:თქვენ ახსენეთ არ საუბრობენ, ეს სხვა პრობლემაა, იციან მეგრული, მაგრამ არ უნდათ და არ საუბრობენ, კაცია და გუნება. არამგონია ვიკიპედიამ უბიძგოს მათ მეგრულად საუბრის დაწყებისკენ. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე მეტაზე და რა, იმიტომ რომ თურმე ამით ვინმეს ხელს ვუშლი, არ მაქვს ამის უფლება? --[[user: Mikheil88|მიხეილ]] <small>([[მომხმარებელი განხილვა:Mikheil88|მომწერე]])</small> 21:30, 16 ივნისი 2011 (UTC)
::მიხეილ ბატონო, ზოგმა საერთოდ არ იცის და კიდევ ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ არ საუბრობენ. მეგრულად ბაასი ესირცხვილებათ :) შესაბამისად, შემდეგ თაობას საერთოდ არ ეცოდინება. არამარტო მეგრულს ემუქრება საფრთხე, არამედ სხვა ქართველურ ენებსაც. მაგრამ სამწუხაროდ, არ ვიცი სვანური და ლაზურიც მხოლოდ ოდნავ მესმის. თუ ამ ენების ვიკებზე ენის მცოდნეების აქტიურობაც იქნება, დიდი სიამოვნებით დავეხმარები თუ სტატიების არა — ტექნიკურ საკითხებში. და გეთანხმები, ვიკი ვერავის ვერაფერს უბიძგებს, სურვილი თუ არ აქვს. მაგრამ თუ სურვილი აქვს, უფრო მეტს გაიგებს. აი, თუნდაც მე (მეგრულის არც თუ ისე ცუდ მცოდნედ ვითვლები) ტერმინოლოგიის თარგმნის პროცესში იმდენი საინტერესო სიტყვის მნიშვნელობა გავიგე, ადრე წარმოდგენა რომ არ მქონდა. მეგონა, რომ ვიცოდი მეგრული და თურმე უფრო მეტი რამე ჯერ კიდევ სასწავლი მქონია. ერთი სიამოვნებაა ახალ სიტყვას რომ აღმოვაჩენ :) მომწონს რასაც ვაკეთებ და უბრალოდ საწყენია, იმის მაგივრად რომ ქართული აქტიური ვიკიპედელები მხარში დაგვიდგნენ, მეტაზე oppose-ს აძლევენ ხმას. ვშიშობ, ჩემი პოზიციის დაფიქსირებასაც აწი აზრი აღარ აქვს. უმცირესობაში ვარ. — [[User:Kilavagora|კილავაგორა]] 21:55, 16 ივნისი 2011 (UTC)