შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 124:
::შესაძლოა. მაგრამ საზოგადოება ცდება ხოლმე :) არ მიმაჩნია ამგვარი კონფორმიზმი სწორად. თუ რამე არ მოხდა, დამოკიდებულება არც შეიცვლება. მაწუხებს მეგრული ენის საკითხი, რადგან ვფიქრობ რომ ეს ენა დაკარგვის საშიშროების წინაშეა და ახალ თაობას არ გადაეცემა. მგონია, რომ ვიკი ერთ-ერთი საშუალებაა ენის პოპულარიზაციისთვის. და თუ საზოგადოება იმის წინააღმდეგია, რომ ჩემს ენას პოპულარიზაცია გავუწიო, ბოდიში, მე ამ საზოგადოების აზრს ვერ გავითვალისწინებ :) გახლეჩვად უფრო ის მიმაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულებაა ამ ენისადმი... გარკვეულ ჯგუფებს რაც შეეხება, ახლა ერთადერთი ჯგუფია რომელშიც მე ვარ. რა სხვანაირობაზე საუბარი იქნებ დააკონკრეტოთ? :D [[User:Kilavagora|კილავაგორა]] 18:42, 16 ივნისი 2011 (UTC)
:::ბოდიში, მაგრამ ვიკიპედია ნამდვილად არაა რაიმეს, თუნდაც ენის პოპულარიზაციის ადგილი. სხვანაირობაში კი მიხეილმა სწორედ ის იგულისხმა, რომ თავიდან ვიკიპედიელები (ერთხმად) ვფიქრობდით, რომ საზოგადოებაც ისე შეხედავდა ამას, როგორც ჩვენ გვეგონა, თუმცა შევცდით — თუ როგორ შეხედა, ეს თავადაც გეცოდინებათ, თუნდაც ნებისმიერი ქართულენოვანი ფორუმის არქივიდან, თავი რომ დავანებოთ პრესას. მე დათმობაზე არ წავსულვარ (თუმცა, ალბათ, ესეც გამართლებული იქნებოდა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე). მე უბრალოდ შემეცვალა აზრი და ახლა სწორედ იმ საზოგადოებას ვეკუთვნი, თქვენი აზრით რომ ცდება :). მე მაქვს ჩემი აზრი, იმაზე მტკიცე, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. აზრის ქონის უფლება მაქვს, ისევე, როგორც თქვენ. ვაფასებ თქვენს შრომას მეგრული ენისათვის, თუმცა, არა ვიკიპედიაში. — [[User:Dawid Deutschland|<font color="black">დავით</font>]] <sup><span class="plainlinksneverexpand">[{{fullurl:მომხმარებლის განხილვა:Dawid Deutschland|action=edit&section=new}}</span> <font color="green">პასუხი</font>]</sup> 18:52, 16 ივნისი 2011 (UTC)
::::ერთ-ერთი (არა ერთადერთი) საშუალებაა პოპულარიზაციის :) გლობალიზაციის ეპოქაში მხოლოდ მოცემულ ენაზე საუბარი არ არის საკმარისი ენის შენარჩუნებისთვის. მცირე ენების ვიკები ნამდვილად არ მგონია, რომ სამეცნიერო სტატიების ციტადელი იყოს. უბრალოდ, საშუალება იქნება ადამიანმა უფრო მეტი გაიგოს ენის შესახებ. ზოგს შეიძლება სტატიის დაწერაც მოუნდეს... მოცემულ ენაზე ინფორმაციის თავშესაყარი იქნება. ინტერნეტ სივრცეც ამის საშუალებას იძლევა. ნეგატიური დამოკიდებულების გამო რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ ლაზური, მეგრული, სვანური და ბაცბური თუ გაქრება, კვლავ ვამბობ, ამ საზოგადოების აზრს ვერ გავითვალისწინებ... უარის თქმას რაც შეეხება, ვიკის დამტკიცება გარდაუვალია. ჰოდა, თუ ქართული ვიკის ედიტორებს არ გსურთ ხელშეწყობა, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით :) [[User:Kilavagora|კილავაგორა]]
 
:დათო, ბოდიშს ვიხდი კვლავ შენს განხილვის გვერდზე რომ ვწერ. ბატონო [[ვიკიპედიელი:Kilavagora|კილავაგორა]], ზუსტად აგიხსნათ დათომ მე რაც ვიგულისხმე. რაც შეეხება მეგრული ენის დაკარგვის საფრთხეს, ვერ დაგეთანხმებით, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მართლაც, თუ ასე გაწუხებთ ეს საკითხი, კოლეგებს ვეთანხმები, ვიკიპედია არაა ის ადგილი, სადაც ეს პრობლემა აღმოიფხვრება და არც ის ადგილი, სადაც „''რომ ჩემს ენას პოპულარიზაცია გავუწიო''". ამის სხვა არაერთი საშუალება არსებობს, მათ შორის უფრო ეფექტურიც, ეს ალბათ ჩემგან არ გესწავლებათ. წარმატებები --[[user: Mikheil88|მიხეილ]] <small>([[მომხმარებელი განხილვა:Mikheil88|მომწერე]])</small> 19:05, 16 ივნისი 2011 (UTC)