ბათო-ყაენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ლიტერატურა
ხაზი 28:
'''ბათო-ყაენი''', ''ბათუ'', ''საინ-ხანი'' (დ. [[1208]] — გ. [[1255]]), მონღოლი ხანი (ყაენი), ჯუჩის ძე, [[ჩინგიზ-ყაენი]]ს შვილიშვილი.
 
მამის სიკვდილის შემდეგ ([[1227]]) სათავეში ჩაუდგა ჯუჩის ულუსს. [[1236]] წელს დაიპყრო დეშთი-ყივჩაყი (ყივჩაყთა ველები), [[1237]]-[[1243]] წლებში მეთაურობდა აღმოსავლეთ ევროპაში ლაშქრობას, რომლის დროსაც უკიდურესი სისასტიკით გაითქვა სახელი. რუსი ხალხსიხალხის წინააღმდეგობამ, [[რიაზანი]]ს, [[მოსკოვი]]ს, [[ვლადიმირი]]ს, [[კოზელსკი]]ს, [[კიევი]]სა და სხვა ქალაქების გმირულმა დაცვამ საგრძნობლად დაასუსტა მისი ლაშქარი. [[1240]] წელს ბათო-ყაენმა აღმოსავლეთ ევროპაში — [[პოლონეთი|პოლონეთში]], [[ჩეხეთი|ჩეხიაში]], [[უნგრეთი|უნგრეთსა]] და [[დალმაცია]]ში ილაშქრა. ამ ქვეყნების ხალხთა წინააღმდეგობამ და ზურგში დარჩენილი რუსეთის შიშმა აიძულა იგი [[1242]] წლის გაზაფხულზე უკან გაბრუნებულიყო. მონღოლთა დიდი ხანის უგედეის სიკვდილის ([[1241]] წლის დეკემბერი) შემდეგ ბათო-ყაენი თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად ჯუჩის ულუსში დაბრუნდა. [[1243]] წელს მდ. ვოლგის ქვემოწელზე მან დააარსა ფეოდალური სახელმწიფო [[ოქროს ურდო]] (სატახტო ქალაქი სარაი-ბათუ). [[1251]] წელს მისი მხარდაჭერით ყურულთაიმ იმპერიის დიდ ხანად მუნქე აირჩია. ბათო-ყაენთან ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს, რომელიც ამ დროს მონღოლთა დიდ ყაენს ემორჩილებოდა.
==ლიტერატურა==
*ქსე, ტ. 2, გვ. 148, თბ., 1977
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბათო-ყაენი“-დან