რელიეფი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.1) (ბოტის დამატება: la:Prominentia შეცვლა: lb:Relief (Topographie)
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Triglav.jpg|thumb|270px|ალპები]]
[[ფაილი:Andes Chile Argentina.jpg|thumb|250px270px|<center>[[ანდები]]ს მაღალმთიანი რელიეფი]]
'''რელიეფი''' ([[ფრანგული ენა|ფრანგ]]. ''relief'' <[[ლათინური ენა|ლათ]]. ''relevo'' - მაღლა ვწევ), ([[გეოგრაფია|გეოგრ]].) — ხმელეთის ზედაპირის, [[ოკეანე|ოკეანისა]] და [[ზღვა|ზღვის ფსკერის]] უსწორმასწორობათა ერთობლიობა, რომელიც წარმოიქმნება [[ენდოგენური პროცესები|ენდოგენური]] და [[ეგზოგენური პროცესები|ეგზოგენური ძალების]] დედამიწის ქერქზე მოქმედებით და მოიცავს განსხვავებული სიდიდის, წარმოშობის, ასაკისა და განვითარების ისტორიის მქონე ფორმებს. რელიეფის ფორმები არის დადებითი და უარყოფითი. ფორმათა სიდიდის მიხედვით გამოყოფენ : მეგარელიეფს
([[კონტინენტი]]), მაკრორელიეფს ([[ქედი]], [[ვაკე]]), მეზორელიეფს ([[ხეობა]]), მიკრორელიეფს (კარსტული ძაბრი), ნანორელიეფს (მცირე ღარტაფი).
Line 10 ⟶ 11:
ტექტონიკური მოძრაობა ორგვარია - დადებითი და უარყოფითი. დადებითი მოძრაობების (აზევების) სიჭარბე, გარეგანი ძალების მოქმედებასთან შედარებით, იწვევს რელიეფის ამაღლებას და [[დენუდაცია|დენუდაციის]] გაძლიერებას. ასეთ მოძრაობას უმთავრესად განიცდიან ახალგაზრდა მთები (მაგ. : [[კავკასიონი]], [[ჰიმალაი]], [[პამირი]]). ნგრევითი პროცესის სიჭარბე იწვევს რელიეფის დადაბლებას, ეროზიული და დენუდაციური
პროცესების შენელებას.
[[ფაილი:Lauterbrunnen-valley.jpg|thumb|left|260px|ალპები]]
 
უარყოფითი მოძრაობის (ტექტონიკური დაძირვის) დროს ძლიერდება ჩამორეცხილი მასალის დალექვა, აკუმულაცია. რელიეფის ფორმირებაში აქტიურად
მონაწილეობს აგრეთვე [[ადამიანი]] (ანთროპოგენური რელიეფი).
 
მორფოსკულპტურული ფორმების განვითარება დიდად არის დამოკიდებული ადგილობრივ ჰავაზე. ამიტომ მათი განლაგება [[დედამიწა|დედამიწის]] ზურგზე ემორჩილება გეოგრაფიული ზონალურობის კანონს. ვაკეზე მკაფიოდ არის გამოსახული მორფოკლიმატური ზონები, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე ეგზოგენური პროცესების ტერიტორიულ დიფერენციაციას.
Line 17 ⟶ 19:
 
რელიეფის გენეტური ტიპის დადგენა [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიის]] ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. რელიეფის გენეტური ტიპი ეწოდება ელემენტარული ფორმების კომპლექსს, რომლისთვისაც დამახასიათებელია გარეგნული და გენეტური ერთგვაროვნება.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[რელიეფის ფორმები]]
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რელიეფი“-დან