იოანე საბანისძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იოანე საბანის ძე გადატანილია იოანე საბანისძე-ზე გადამისამართებულ გვერდში
გასწორდა საკუთარი სახელის მართლწერა
ხაზი 1:
'''იოანე საბანის ძესაბანისძე''', VIII საუკუნის [[ქართველები|ქართველი]] [[მწერალი]], [[ჰაგიოგრაფი]], ავტორი „აბო თბილელის წამებისა“, რომელშიც აღწერილია არაბი ჭაბუკის, აბოს მარტვილობა, [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისათვის]] მისი თავდადება.
 
[[აბო თბილელი|აბო]] არაბეთიდან [[ქართლი|ქართლში]] გამოჰყვა [[ნერსე II|ნერსე]] [[ერისთავი|ერისთავს]], აქ იგი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, უარყო მაჰმადიანოდა და მიიღო ქრისტიანობა. [[არაბები|არაბებმა]] რამდენჯერმე დააპატიმრეს, მოსთხოვეს რჯულის უარყოფა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის წამებით მოკლეს [[786]] წელს. აბოსს წამებას დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი ჰქონდა. [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|ქართულმა ეკლესიამ]] [[წმინდანი|წმინდანად]] შერაცხა იგი. ქართლის [[კათოლიკოსი|კათალიკოსმა]] [[სამოელი|სამოელმა]] ([[780]]-[[790]]) საგანგებო წერილით მიმართა იოანე საბანის ძესსაბანისძეს, აბოსთან დაახლოებულ პირს, და მისი წამების აღწერა სთხოვა. იოანე საბანის ძემსაბანისძემ ქართული [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიული მწერლობის]] ბრწყინვალე ძეგლი შექმნა ([[786]]-[[790]]), თხზულების წაუმძღვარა სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი. კათალიკოსის მოკრძალებული ტონი გვაფიქრებინებს, რომ იოანე საბანის ძესაბანისძე საერო პირი უნდა ყოფილიყო. იგი დიდად განათლებული პიროვნება, სასულიერო მწერლობის კარგი მცოდნე და გაწაფული მწერალი ყოფილა. სავარაუდოა, იოანე საბანის ძესსაბანისძეს ეკუთვნოდეს აგრეთვე ძველი საგალობელი აბო თბილელის შესახებ, შემონახული ჭილეტრატის იადგარში (IX-X სს., ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-2123).
 
„აბო თბილელის წამება“ ძველი ქართული პროზის შესანიშნავი ძეგლია. იგი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით არის დაწერილი და 4 თავისაგან შედგება. I თავი დამრიგებლობითი ხასიათისაა, საუბარია აბოს მარტვილობის მნიშვნელობაზე, II და III თავებში აღწერილია აბოს ქართლში მოსვლა, მისი მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული. IV თავი ჰიმნოგრაფიულ ხასიათს ატარებს და შეიცავს აბო თბილელის ქებას. თხზულების ეს ნაწილი ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის უძველესი ნიმუშია. აბოს მარტვილობის აღწერით იოანე საბანის ძემსაბანისძემ მიზნად დაისახა ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება. ქართველთა ეროვნული გადაგვარების მიზნით არაბები ქართველებში მაჰმადიანობას ავრცელებდნენ. ასეთ ვითარებაში არაბი აბო თბილელის ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა დიდმნიშვნელოვანი ფაქტი იყო. იოანე საბანის ძესსაბანისძეს ეროვნული თვითმყოფის შენარჩუნების ძირითად საშუალებად წრისტიანული სარწმუნოების ერთგული დაცვა მიაჩნია. აბოს წამების ფაქტი მან გამოიყენა მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობის უპირატესობის დასადასტურებლად და ეროვნულ-სარწმუნოებრივი სიამაყის გრძნობია გასაღვივებლად. მის თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველობისათვის. იოანე საბანის ძეთვისსაბანისძეთვის დამახასიათებელია მკაცრად გააზრებული კომპოზიცია, თხრობის ლაღი და ხატოვანი მანერა, ღრმა დრამატიზმი. თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის პოლიტიკური-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად. მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერით. პირველად გამოსცა [[საბინინი, მიხეილი|მ. საბინინმა]] ([[1882]]), მეორედ - [[კეკელიძე, კორნელი|კ. კეკელიძემ]] ([[1935]]), რომელმაც თხზულება თარგმნა [[რუსული ენა|რუსულად]] ([[1956]]). [[გერმანული ენა|გერმანულად]] თარგმნა [[შულცე, აქსელ|შულცემ]] ([[1905]]), [[ლათინური ენა|ლათინურად]] - [[პეეტერსი, პაულ|პეეტერსმა]] ([[1934]]).
==ლიტერატურა==
* ''ონიანი შ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 192, თბ., 1980