კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.5) (ბოტის დამატება: nap:Cattolicesimo
No edit summary
ხაზი 1:
{{ქრისტიანობა}}
'''კათოლიციზმი'''(καθολικός (კათოლიკოს)– "საერთო" , "უნივერსალური")—[[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] მოძღვრება, რომელსაც [[ქრისტიანობა|ქრისტიანობაში]] ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს (1 მილიარდ 100 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 52% შეადგენს).
კათოლიციზმი დასავლეთ ევროპაში ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბდა და გაბატონებულ რელიგიად იქცა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა [[1054]] წელს ოფიციალურად გაიყო 2 ძირითად მიმართულებად–კათოლიკობად და მართლმადიდებლობად. ქრისტიანობის გათიშვის პროცესი ჯერ კიდევ III-IV საუკუნეში დაიწყო. კათოლიციზმის ცალკე გამოყოფის პროცესი დაჩქარდა [[395]] წლიდან, როდესაც რომის იმპერია აღმ. და დას. ნაწილებად გაიყო. იმპერიის 2 ნაწილად გაყოფამ, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განვითარების განსხვავებულმა პირობებმა საბოლოოდ გასაზღვრა ამ 2 მიმართულების თავისებურებანი. სხვა ქრისტიანული მოძღვრებების მიმდევრებისაგან განსხვავებით კათოლიკეები [[რომის პაპი|რომის პაპებს]] [[პეტრე მოციქული|პეტრე მოციქულის]] მემკვიდრეებად აღიარებენ და ამით მას ყველა სხვა ეპისკოპოსისგან გამორჩეულად და მთელი ეკლესიის უპირველეს წინამძღვრად მიიჩნევენ, ეყრდნობიან რა მათე 16, 17-19-ს, ლუკა 22, 31-32-სა და იოანე 21, 15-17-ს{{ფაქტი}}. [[1870]] წელს ვატიკანის საეკლესიო კრებაზე პაპი რწმენის საკითხებში "შეუცდომლად და უცოდველად" გამოაცხადეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან