პროტესტანტიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: br:Protestantiezh
ხაზი 53:
== წესჩვეულებები და ღვთისმსახურება ==
 
საეკლესიო საიდუმლოებებიდან დატოვებულია მხოლოდ [[წყლით ნათლობა]] და [[ზიარება]](როგორც ახალ ღთქმაშია). გარდა ამისა, პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, არ სცემენ თაყვანს წმინდანებს, მათ ნეშტებს, ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს.
პროტესტანტების სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადაა, არ გააჩნია მდიდრული ატრიბუტიკა, ხატები და ქანდაკებები. რადგან მიაჩნიათ რომ ასეთი დეკორაციების აუცილებლობა არ არის. ეკლესიის შენობად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი შენობა, რომელსაც ქირაობენ, ან ყიდულობენ. ღვთისმსახურება ორიენტირებულია ქადაგებაზე, ლოცვაზე და საგალობლების შესრულებაზე.
ღვთისმსახურების დაუქორწინებლობა, ისევე როგორც დაქორწინება არანაირად არ რეგლამენტირდება და ხუცესების (პასტორი, პრესვიტერი) პირადი გადასაწყვეტია. პროტესტანტიზმმა უარყო რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმა ბერ-მონაზვნური სისტემა, როგორც სულის ხსნისთვის საჭირო განსაკუთრებული ღვაწლი. ამასთან არსებობენ მონასტრის ტიპის დაწესებულებებიც მაგ.: ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები.