საშინელებათა ფილმი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''საშინელებათა ფილმი''' არის კინემატოფრაგიული ჟანრი, რომლის მ...
(განსხვავება არ არის)

13:36, 20 დეკემბერი 2006-ის ვერსია

საშინელებათა ფილმი არის კინემატოფრაგიული ჟანრი, რომლის მიზანია მაყურებელში შიშისა და მღელვარების გამოწვევა. საყოველთაოდ ცნობილი საშინელებათა ფილმებია: ფრანკენშტეინი, დრაკულა, კივილი და სხვ.


ისტორია

მუნჯი კინო

საშინელებათა ფილმები კინოს შექმნის პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. პირველი მუნჯური საშინელებათა ფილმები იყო ჟორჟ მელიეს ეშმაკის ციხე-სიმაგრე (1896), რომელიც ვამპირებზე მოგვითხრობს. გერმანელმა პოლ ვეგენერმა 1913 წელს გადაიღო ფილმი Der Golem, რომელმაც 1930-იანი წლებიდან შთააგონა ჰოლივუდს მონსტრებზე ფილმები.

მეორე ფილმი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა საშინელებათა ფილმების განვითარებაზე არის ისევ გერმანული ფ.ვ. მურნოს ნოსფერატუ ვამპირი (1922), რომელიც ვამპირებზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. რობერ ვეინის დოქტორი კალიგარის კაბინეტს კინორეჟისორები დღესაც მოდელად მიიჩნევენ.

ხმოვანი კინო

1930-იან წლებში Universal Pictures-მა აშშ-ში რამდენიმე საშინელებათა ფილმი აწარმოა, რომლებშიც "გოთური" ატმოსფერო იყო გამეფებული. ამ ფილმებს შორისაა დრაკულა და ფრანკენშტეინი.

1950-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ცივი ომისა და ატომური ბრძოლის შიშმა გავლენა იქონია საშინელებათა ფილმებზე, რომლებშიც ჩნდებიან უცხოპლანეტელები, რადიაციით ან მეცნიერული ექსპერიმენტებით მიღებული მუტანტები და გიგანტი მწერები.

1960-იანი წლებიდან საშინელებათა ფილმები უფრო შოკისმომგვრელი ხდება. ხშირად ურჩხულების მაგივრად ფსიქიურად არასტაბილური ადამიანებია გამოყვენილი, როგორც ეს ხდება ფსიქოში. 60-იანი წლების დასასრულისთვის საშინელებათა ფილმების ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა.

1990-იანი წლებიდან ამ ჟანრის ფილმებში ჩნდება პაროდიული და ირონიული ტონი, ამის მაგალითია კივილი.

რესურსები ინტერნეტში