სათბურის ეფექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
 
[[ფაილი:Greenhouse_effect_geo.JPG‎ |thumb|250px|right|ენერგიის გადაცემა კოსმოსს, დედამიწის ატმოსფეროსა და დედამიწის ზედაპირს შორის. სათბურის ეფექტს ატმოსფეროს მიერ დედამიწის ზედაპირის თბური გამოსხივების დაჭერის უნარი განაპირობებს]]
 
'''სათბურის ეფექტს''' [[ატმოსფერო]]ს მიერ [[დედამიწა|დედამიწის]] [[ინფრაწითელი სხივები|ინფრაწითელი გამოსხივების]] დაჭერის შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესს უწოდებენ. ეს დასახელება მომდინარეობს არასწორი ანალოგიიდან სათბურთან, რომლის შიგნით ჰაერი თბილია, გარეთ კი — ცივი. სინამდვილეში სათბურის ეფექტს [[სათბური|სათბურთან]] საერთო ცოტა აქვს.
 
[[ფაილი:Greenhouse_effect_geo.JPG‎ |thumb|250px|right|ენერგიის გადაცემა კოსმოსს, დედამიწის ატმოსფეროსა და დედამიწის ზედაპირს შორის. სათბურის ეფექტს ატმოსფეროს მიერ დედამიწის ზედაპირის თბური გამოსხივების დაჭერის უნარი განაპირობებს]]
 
სათბურის ეფექტი 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა, 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა. სათბურის ეფექტის გარეშე დედამიწის ზედაპირი დღევანდელთან შედარებით 33 [[გრადუსი]]თ უფრო ცივი იქნებოდა. ითვლება, რომ მე-20 საუკუნეში დედამიწის კლიმატის [[გლობალური დათბობა]] ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების კონცენტრაციის ზრდითაა გამოწვეული.
ხაზი 17:
 
== სათბურის აირები და დადებითი უკუკავშირი ==
{{ძირითადიმთავარი|სათბურის აირები}}
 
ატმოსფეროს იმ კომპონენტებს (აირებს), რომლებიც თბურ (ინფრაწითელ) გამოსხივებას იჭერს, "სათბურის აირებს" უწოდებენ. დედამიწის ატოსფერო ძირითადად ჟანგბადის და აზოტის აირებისგან შედგება, რომლებიც სათბურის აირებს არ განეკუთვნება. სათბურის ეფექტს ატმოსფეროს სხვა დანამატები იწვევს. თბური გამოსხივების ძირითადი შთანმთქმელები დედამიწის ატმოსფეროში არიან: [[წყალი|წყლის ორთქლი]] (H<sub>2</sub>O), [[ნახშირორჟანგი]] (CO<sub>2</sub>) და [[ოზონი]] (O<sub>3</sub>). მნიშვნელოვანი შთანთქმის უნარი აქვთ აგრეთვე [[მეთანი|მეთანს]] (CH<sub>4</sub>), [[აზოტი|აზოტის ჟანგს]] (NO<sub>2</sub>) და [[ოზონდამშლელი ნივთიერებები|ქლორფტორნახშირწყალბადებს]], თუმცა მათი კონცენტრაცია ატმოსფეროში ნაკლებია.
ხაზი 23:
ატმოსფეროს მიერ თბური გამოსხივების შთანთქმის უნარი მასში სათბურის აირების კონცენტრაციაზე არის დამოკიდებული. რაც მეტია კონცენტრაცია, მით მეტ სითბოს იჭერს ატმოსფერო და მით მაღლა იწევს დედამიწის ზედაპირის და ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა. მაგრამ თავის მხრივ სათბურის აირების კონცენტრაცია ატმოსფეროში დედამიწის ზედაპირის ტემპერატურაზე არის დამოკიდებული: რაც მეტია ტემპერატურა, მით მეტია კონცენტრაცია. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციასა და ატმოსფეროს ტემპერატურას შორის [[დადებითი უკუკავშირი]] არსებობს. თუ ეს უკუკავშირი საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა, არსებობს ე.წ. "ზვავური ეფექტის" საშიშროება. ეს იმას ნიშნავს, რომ სათბური აირების კონცენტრაციის შედარებით მცირე ცვლილებამ შეიძლება ურთიერთგამაძლიერებელ მოვლენათა ჯაჭვი გამოიწვიოს, რომლის შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება. მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მოვლენათა ასეთი განვითარების შედეგად ტემპერატურა დედამიწაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა, არსებობს მოსაზრებები, რომ მოვლენები შესაძლოა პირუკუ განვითარდეს და ზვავურმა ეფექტმა არა გლობალური დათბობა, არამედ გლობალური გამყინვარება მოუტანოს დედამიწას.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
{{ესკიზი-ბუნება}}
 
[[კატეგორია:ატმოსფეროს ფიზიკა]]