სათბურის ეფექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის შეცვლა: fa:اثر گلخانه‌ای
No edit summary
ხაზი 1:
{{წყარო}}
 
'''სათბურის ეფექტს''' [[ატმოსფერო]]ს მიერ [[დედამიწა|დედამიწის]] [[ინფრაწითელი სხივები|ინფრაწითელი გამოსხივების]] დაჭერის შედეგად დედამიწის ზედაპირის გათბობის პროცესს უწოდებენ. ეს დასახელება მომდინარეობს არასწორი ანალოგიიდან სათბურთან, რომლის შიგნით ჰაერი თბილია, გარეთ კი — ცივი. სინამდვილეში სათბურის ეფექტს [[სათბური|სათბურთან]] საერთო ცოტა აქვს.
 
Line 5 ⟶ 7:
სათბურის ეფექტი 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა, 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა. სათბურის ეფექტის გარეშე დედამიწის ზედაპირი დღევანდელთან შედარებით 33 [[გრადუსი]]თ უფრო ცივი იქნებოდა. ითვლება, რომ მე-20 საუკუნეში დედამიწის კლიმატის [[გლობალური დათბობა]] ატმოსფეროში სათბურის ეფექტის მქონე აირების კონცენტრაციის ზრდითაა გამოწვეული.
 
დედამიწის გარდა სათბურის ეფექტი გააჩნია [[მარსიმარსი_(პლანეტა)|მარსს]] და [[ვენერავენერა_(პლანეტა)|ვენერას]].
 
== მექანიზმი ==
 
დედამიწა უწყვეტად იღებს ენერგიას [[მზე|მზის]] გამოსხივების სახით. ამ ენერგიის 30%–ს დედამიწა [[სინათლის არეკვლა|ირეკლავს]], 70%–ს კი შთანთქავს, რაც ხმელეთის, ატმოსფეროს და [[ოკეანე|ოკეანის]] გაცხელებას იწვევს. თავის მხრივ ცხელი სხეულები თბურ ენერგიას ასხივებს. დედამიწის ტემპერატურის სტაბილურობა მის მიერ მზის გამოსხივების შთანთქმასა და თბური ენერგიის გამოსხივებას შორის დამყარებული ზუსტი ბალანსით აიხსნება.