ჯოსერის პირამიდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ar, az, be, bg, br, ca, cs, en, es, eu, fi, fr, ga, gl, hr, hu, id, it, ja, mk, nl, oc, pl, pt, ru, sh, sk, sr, sv, tl, tr, zh
ხაზი 9:
ჯოსერის პირამიდა პირველად [[1821]] წელს პრუსიელმა გენერალურმა კონსულმა [[ჰაინრიხ მენუ ფონ მინუტოლი]]მ და [[იტალიელები|იტალიელმა]] ინჟინერმა ჯიროლანიო სეგატომ გამოიკვლიეს. ამ დროს აღმოაჩინეს პირამიდის შესასვლელი<ref name="Verner-Stufenpyramide">Miroslav Verner: Die Pyramiden, Rowohlt, Hamburg 1998, S.131 Die Stufenpyramide des Netjerichet (Djoser)</ref>. შესვლისას ერთ-ერთ კუთხეში აღმოჩნდა [[მუმია|მუმიის]] შემორჩენილი ნაწილები, კერძოდ მოოქროვილი თავის ქალა და ერთი ფეხის ნაწილი, რომლებიც მინუტოლიმ გარდაცვლილი [[ფარაონი]]ს შემორჩენილ ნაშთებად მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილები [[ჰამბურგი|ჰამბურგში]] გადატანისას გემის დაღუპვის გამო დაიკარგა, დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ისინი ეკუთვნოდა არა ფარაონს, არამედ ჯოსერის პირამიდაში მოგვიანებით მეორედ დაკრძალულ სხვა პიროვნებას.
 
შემდგომში, [[1837]] წელს '''[[John Shae Perring]]'''–მა პირამიდის დერეფნებში აღმოაჩინა სხვა არაერთი შემდგომში დაკრძალული [[მუმია|მუმიებიც]]. მასვე ეკუთვნის პირამიდის ქვემოთ არსებული გალერეების აღმოჩენაც.
 
[[1926]] წელს '''[[Cecil Mallaby Firth]]'''–მა წამოიწყო სისტემატური კვლევა ჯოსერის პირამიდასთან, თუმცა გარდაცვალების გამო ვერ დაასრულა. არქეოლოგიური გათხრების მეთაურობა საკუთარ თავზე აიღო James Edward Quibell–მა და უძღვებოდა ამ საქმეს, სანამ [[1935]] წელს თავადაც არ გარდაიცვალა. კვლევა განაგრძო Jean-Philippe Lauer–მა, რომელიც Quibell–თან ერთად მუშაობდა. ლაუერმა [[1932]] წელს გაზომა მიწისქვეშა კამერები და დერეფნები. [[1934]] წელს მან სამარხ კამერებში კიდევ ერთხელ იპოვა გვამის ფრაგმენტები, რომლებიც პირველი გამოკვლევის შემდეგ [[1988]] წლამდე კაიროს უნივერსიტეტში იყო დაცული. ლაუერი ფიქრობდა, რომ იპოვა ფარაონის სხეულის ნაშთები, თუმცა შემდგომში ზუსტმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გვამის ფრაგმენტები სხვადასხვა პიროვნებებს ეკუთვნოდათ. რადიოკარბონულმა დათარიღებამ დაადგინა, რომ გვამის ნაშთები პტოლემეოსთა ეპოქას მიეკუთვნებოდა და პირამიდაში მოგვიანებით იყო დამარხული.
 
== სქოლიო ==