სავანის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი — [[1046]] წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთ შესასვლელის წარწერაში ნათქვამია რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ [[ჰარაბა]]ს. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს [[სტოა]]-კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან.ეკლესიაში XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის [[კანკელი]]ა, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX [[საუკუნე]]ში ძეგლის შეკეთების დროს. [[სამრეკლო]] XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|VIII|637}}
 
[[კატეგორია:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები]]