გიორგობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
 
== მარქსისტული ეთნოგრაფიის მიდგომა ==
დღეს უკვე დრომოჭმული [[ფრიდრიხ ენგელსი|ენგელსის]] [[კულტურული სტადიალიზმი]]სა და [[მარქსიზმ-ლენინიზმი|მარქისტულ-ლენინური]] ეთნოგრაფიული სკოლის მიმდევარ მკვლევართა მოსაზრებით ([[ივანე ჯავახიშვილი|ივ. ჯავახიშვილი]], [[ვერა ბარდაველიძე]] და სხვ.),<ref>[http://www.mapageweb.umontreal.ca/tuitekj/publications/Tuite-1996-revKiknadze.pdf Kevin Tuite, Highland Georgian paganism — archaism or innovation? Review of Zurab K’IK’NADZE. 1996. kartuli mitologia, I. !vari da saq’mo. Université de Montréal, for: Annual of the Society for the Study of the Caucasus]</ref><ref>[http://www.mapageweb.umontreal.ca/tuitekj/publications/Tuite-Marr.pdf Kevin Tuite (Université de Montréal), The reception of Marr and Marrism in the Soviet Georgian academy. Socialist Era Anthropology in the Caucasus and Central Asia — 23-24 April, 2009. Max Planck Institute for Social Anthropology, Halle]</ref> გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, [[ფალოური]], მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო [[იკონოგრაფია|იკონოგრაფიულად]] ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.
 
ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ [[ღვთაება|ღვთაებებს]], რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო [[ზვარაკი]]ს [[მსხვერპლშეწირვა|შეწირვა]]: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.<ref>ბარდაველიძე ვ., "აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები", ტ. 1- ფშავი, თბ., 1974</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგობა“-დან