არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
{{წყარო}}▼
{{დამწერლობა
|სახელი= ლურსმული დამწერლობა
ხაზი 10:
'''სოლისებრი დამწერლობა'''(უფრო ცნობილი, როგორც '''ლურსმული დამწერლობა''') — დამწერლობის ძველი სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში<ref name="ქსე">ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 9, გვერდი 455, თბილისი, 1985 წელი</ref>. იგი შექმნეს [[შუმერები|შუმერებმა]] ძვ. წ. III ათასწლეულში. III ათასწლეულის შუა ხანებში შუმერებმა ლურსმული დამწერლობა გამოიყენეს სიტყვიერ–მარცვლოვანი დამწერლობისთვის, რომელშიც სიტყვის ფუძე აღინიშნებოდა იდეოგრაფიულად, ხოლო გრამატიკული ელემენტები და დამხმარე სიტყვები–შესაბამისი მარცვლებით<ref name="ქსე" />. შუმერებმა თავდაპირველად ლურსმული დამწერლობა შედგებოდა პიქტოგრამებისგან, მაგრამ რადგან საწერად გამოიყენებოდა რბილი თიხის ფილა და ლერწმის ღერი, ამ ინსტრუმენტებით პიქტოგრამების ხატვა არ იყო მარტივი და სიმბოლოები ლურსმის ფორმის შტრიხებად გარდაიქმნენ. ამიტომაც ეწოდება დამწერლობას ლურსმული. დამწერლობობის მიმართულება თავდაპირველად იყო ვერტიკალური და მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო შემდგომ ჰორიზონტალური და მარცხნიდან მარჯვნივ<ref name="ქსე" />.
შუმერული დამწერლობა
{{ძველი მესოპოტამია}}
== ისტორია ==
▲{{წყარო}}
უძველესი წერილობითი დოკუმენტები ნაპოვნია [[ურუქი|ურუქში]] და მიეკულთვნება ძვ. წ. XXXIV საუკუნეს. დამწერლობა გამოიყენებოდა აღრიცხვისთვის, თიხის ფირფიტაზე აღინიშნებოდა საქონლის ტიპი და რაოდენობა. მოგვიანებით პიქტოგრამის გრაფიკა 90 გრადუსით შეტრიალდა და გამარტივდა, დაახლოებით [[ძვ. წ. XXIX საუკუნე]]ში კი პიქტოგრამები გარდაიქმნა [[იდეოგრამა]]დ, ანუ სიმბოლო უკვე არა მხოლოდ საგანს, არამედ რაიმე ცნებას აღნიშნავდა, მაგალითად ნიშანი "ჩიტის" და "კვერცხის" კომბინაცია აღნიშნავდა ნაყოფიერებას, ხოლო ფეხი ნიშნავდა ფეხის გარდა სიარულსაც.
|