აფხაზეთის საკათალიკოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
+ლიტერატურა
ხაზი 1:
'''აფხაზეთის საკათალიკოსო''', დასავლეთ საქართველოს [[საკათალიკოსო]]. მის დაარსებას ზოგი მკვლევარი VIII საუკუნეს, ზოგი კი X საუკუნის II ნახევარს მიაკუთვნებს. აფხაზეთის საკათალიკოსო განასახიერებდა ქართულ ეროვნულ და ცენტრალიზებულ ეკლესიას, რომლის პოლიტიკურ საფუძველს ქართული სახელმწიფო „[[აფხაზთა სამეფო|აფხაზეთის სამეფო]]“ (დასავლეთ საქართველო) წარმოადგენდა. აფხაზეთის საკათალიკოსომ შეცვალა [[კონსტანტინოპოლის საპატრიარქო]]ს დაქვემდებარებული ლაზიკის სამიტროპოლიტო და აბაზგიის საარქიეპისკოპოსო ეპარქიები. აფხაზეთის კათალიკოსის საკათედრო ტაზარი, რომელიც [[ანდრია მოციქული]]ს საყრდრად იწოდებოდა, [[ბიჭვინთა]]ში იყო. აფხაზეთის კათალიკოსს „ბიჭვინთის კატალიკოსსაც“ უწოდებდნენ. იერარქიულად იგი [[საქართველოს კათოლიკოსი|საქართველოს კათოლიკოსს]] ექვემდებარებოდა. XV საუკუნიდან, საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, აფხაზეთის საკათალიკოსო დამოუკიდებელეი გახდა და მისი მეთაური „აფხაზეთის კათალიკოს-პატრიარქად“ იწოდებოდა. მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა [[იმერეთის სამეფო]]ზე, [[გურიის სამთავრო|გურიის]], [[ოდიშის სამთავრო|ოდიშის]], [[აფხაზეთის სამთავრო|აფხაზეთის სამთავროებზე]], დასავლეთით და ჩრდილოეთით კი ბევრად სცილდებოდა ქართულ პოლიტიკის საზღვრებს. XVI საუკუნის II ნახევარში, კათოლიკოს [[ევდემონ I|ევდემონ ჩხეტიძის]] (1558—1578) დროს, აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენცია ბიჭვინთიდან [[გელათი|გელათში]] გადაიტანეს, რაც გამოწვეული იყო ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის გართულებით (სამეფო-სამთავროებს შორის შინაომები და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] აგრესიის გაძლიერება აფხაზეთში), ბიჭვინთას ამის შემდეგაც არ დაუკარგავს საკათალიკოსო საყდრის სახელი დამნიშვნელობა. [[1814]] წლის 14 ოქტომბრის ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო უშუალოდ შეუერთდა [[რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუსეთის ეკლესიას]], ხოლო ადგილობრივ მმართველად დაინიშნა საქართველოს [[ეგზარქოსი]], რომელსაც „საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი“ ეწოდა. [[1917]] წელს, როდესაც აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, აფხაზეთის ეკლესია შევიდა საქართველოს კათოლიკოსის გამგეობაში.
==ლიტერატურა==
*''ლომინაძე ბ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 31, თბ., 1977
*''ლომინაძე ბ.,'' ქე „საქართველო“, ტ. 1, გვ. 252-253, თბ., 1997
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]