ქიმიური ბმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება}}
'''ქიმიური ბმა''' — ატომთა ურთიერთქმედება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ორ– ან მრავალატომიანი ნაერთები: იონები, რადიკალები, მოლეკულები, კრისტალები და სხვა.<ref name="ქსე">ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 10, გვერდი 528–529, თბილისი, 1986 წელი.</ref>. ინგლისელმა ქიმიკოსმა ე. ფრანკლენდმა(1852) ჩამოაყალიბა კონცეფცია ვალენტობის შესახებ, რომლის თანახმად თითოეული ელემენტი, იერთებს მეორე ელემენტის ეკვივალენტობის გარკვეულ რიცხვს, ხოლო ერთი ეკვივალენტი პასუხობს ერთი ვალენტობის შესაბამის რაოდენობას. ფ. კეკულემ ა. კოლბემ(1857) წამოაყენეს დებულება იმის შესახებ, რომ ნახშირბადი ოთხვალენტოვანია. მას შეუძლია სხვა ატომთან წარმოქმნას ოთხი ბმა.
 
 
ელექტრული ძალების ურთიერთქმედების შედეგად აღიძვრება. ატომებსა და მოლეკულებში ელექტრონებისა და ბირთვების ელექტრული ძალები,ნაწილაკების მცირე ზომების გამო, ახალ თვისებებს იძენენ, ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ელექტრული ძალების სპეციფიკურ ქიმიურ ურთიერთქმედებას.სხვადასხვა ტიპის ქიმიურ ბმებს შორის ძირითადია იონური(ანუ ჰეტეროპოლარული)და კოვალენტური(ანუ ატომური)ბმა.იონური ბმა დამახასიათებელია NaCl-ისა და მისი ტიპის,ე.ი.მარილების მსგავსი ნაერთებისათვის,რომელთაც იონური ნაერთები ეწოდა.კოვალენტური ბმა დამახასიათებელია H2,N2,O2,CH4,C6H6 და სხვა მოლეკულებისათვის, რომელთაც კოვალენტური ნაერთები ეწოდა. იონური და კოვალენტური ბმების სახესხვაობებია კოორდინაციული და წყალბადური ბმა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქიმიური_ბმა“-დან