ღრიანკალი (ასტროლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.4) (ბოტის დამატება: lb:Skorpioun (Astrologie)
No edit summary
ხაზი 18:
| ეგზალტაცია = [[ურანი (პლანეტა)|ურანი]]
| დაცემა = [[მთვარე]]
| მართავს ზოდიაქოს მე-8 სახლს
|}}
'''[[ფაილი:Scorpio2.jpg|thumb|250px|left|ღრიანკალი]]
 
== ნიშნის ზოგადი დახასიათება ==
 
ღრიანკალი ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშანია. იგი გამოირჩევა როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური სიძლიერით. ნებისმიერ სირთულეს ბრძოლით ხვდება და იმედს არასდროს კარგავს. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ზოდიაქოს ეს ნიშანი მგრძნობიარეც კი ხდება
წარუმატებლობის დროს.
 
ღრიანკალი განაგებს სასქესო ორგანოებს. სწორედ ამიტომაც ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებლები საოცარი სექსუალურობით გამოირჩევიან. მიღებულია მოსაზრება, რომ ღრიანკალის სილამაზე და სექსუალურობა ერთმანეთისგა დამოუკიდებლად არსებობენ, თუმცა ორივე ავსებს ღრიანკალს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი თავიდანვე დიდ ენერგიას ატარებს. სწორედ ამიტომ, მეცნიერთა ნაწილი მისი ნათესავის გარდაცვალებასა და ღრიანკალის დაბადებას შორის გარკვეული კავშირების არსებობას ადასტურებს. მათი აზრით, მორიელის დაბადება მოვლენაა და მის გაჩენას დიდი ენერგია სჭირდება, რაც გარდაცვლილი ნათესავისგან არის შესაძლებელი.
 
მორიელების ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისება წინსწრავის, პროგრესის და ბრძოლისუნარიანობისკენ ლტოლვაა. მორიელების უმეტესობას მიაჩნია, რომ ადამიანის მოვლენის უმთავრესი არსი საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაა. უსამართლობას ვერ ეგუებიან, ამიტომაც მათში მოჭარბებულია მოტივაცია ძირეული ცვლილებებისა. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ მსოფლიო ისტორიის მიმდინარეობაზე. თუ გადავხედავთ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს ნამდვილად შეუძლიათ.
 
მორიელის გემოვნება და სურვილები შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს სხვა ადამიანების აზრებისგან. ამიტომაც ხშირადაა, რომ მორიელების ბოლომდე თითქმის არ ესმით. ისინი ხშირად უპირისპირდებიან საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრს და ცდილობენ ტაბუ მოხსნან ყველა თემიდან. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია სექსუალურ სფეროში. მაშინ, როდესაც სექსი სხვა ადამიანებისთვის სხვა ღირებულებას წარმოადგენს, მორიელი მას ბუნებრივად აღიქვამს და ურთიერთობის ძირითად ნაწილად მიიჩნევს.
 
ღრიანკალის პიროვნება — ანტაგონისტური ძალების ცვალებადი შეხემებაა. სული და სხეული მუდამ ერთმანეთს ებრძვიან და ამიტომაც ღრიანკალი ზოგჯერ შეიძლება დემონს მივამსგავსოთ, ხოლო ზოგჯერ — წმინდანს. დიახ, ღმერთსაც კი, რადგანაც ღრიანკალი ზეციური მადლით უხვადაა დაჯილდოვებული. ეს დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანებია, ისეთი დიდი, რომ აგრესიულობა მათ წარმატების გზაზე ბევრ მტერს უჩენს. ცხოვრებაში წარმატებისთვის ღრიანკლები უფრო დიდი ენერგიით იბრძვიან, ვიდრე ყველა სხვა ნიშანი ერთად აღებული. და თან როგორი ოსტატობით!
 
Line 35 ⟶ 46:
 
ღრიანკლებს არ შეუძლიათ საკუთარი თავის სწორად გამოხატვა. ამას გარდა, მათ ჩვევიათ სიჩუმე და ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა. საკუთარი მიზნების მიღწევა მათ სხვების შეტყობინების გარეშე სურთ, რადგან ცოტას თუ შეუძლია მათი ქმედებების სისწორის გაგება.
 
'''დადებითი მხარეები:'''
 
მორიელის დადებითი მხარეებია: წინსწრაფული, ძლიერი, მიმზიდველი, სასურველი, ლოიალური, შემოქმედი, სხვათა აზრებზე ზემომქმედებელი. მას ასევე შეუძლია ფსიქოლოგიური დახმარება ადამიანებისა, მათ შორის უცხოებისა, თავიანთი თავის თვითშეცნობის გზით.
 
'''უარყოფითი მხარეები:'''
 
მორიელი არის დამანგრეველი, მანიპულატორი, სადისტური, შეუცნობელი და დაუნდობელი.
 
== გამოჩენილი პიროვნებები ==