ჰერა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: sw:Hera
+ლიტერატურა
ხაზი 1:
'''ჰერა''' ([[ბერძნ.]] Ἥρα, Hera), ძველ ბერძნულ მითოლოგიაში [[კრონოსი]]სა და [[რეა]]ს უფროსი ასული, [[ზევსი]]ს და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, [[არესი]]ს, [[ჰეფესტოსი]]ს, [[ჰებე]]ს და [[ელითია]]ს დედა. [[ჰომეროსი|ჰომეროსთან]] ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე დაანარჩხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ [[მიკენი|მიკენში]], [[კორინთი|კორინთში]], [[სპარტა]]ში, განსაკუთრებით [[არგოსი|არგოსში]], სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში - გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და გუგული - გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში ჰერას შეესატყვისება [[იუნონა]].
==ლიტერატურა==
*''გელოვანი ა.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 626, თბ., 1987
 
{{ბერძნული მითოლოგია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰერა“-დან