ალთაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
ალთაის ქედები გაშლილია მარაოსებრად. განედური მიმართულება აქვს სამხრეთ ალთაის ქედებს, მერიდიანული - აღმოსავლეთ ალთაის, შუალედური - ცენტრალურ ალთაის. სამხრეთ და აღმოსავლეთ ალთაის ქედებს მობრტყელებული, ხოლო ცენტრალური ალთაის ქედებს ალპური ტიპის თხემები აქვთ.
 
გაბატონებული რელიეფის ნაირგვარი ფორმები ([[კარლინგი]], [[კარი (გლაციოლოგია)|კარი]], [[ტროგი]], [[მორენა]] და სხვ.).
 
სამხრეთ ალთაის ქედებია თარბაღათაი, სარიმ-საქთი, ნარიმი, ქურჩუმი და აზუთაუ. მათი აბსოლუტური სიმაღლე 3900 მ აღემატება. აღმოსავლეთ ალთაიშია საილიუგემის, ჩიხაჩოვის, შაფშალის, ჩულიშმანის და კურაი-აიყულაქის ქედები (სიმაღლე 3000-4000 მ). ალთაი შედგება ორი გრძელი მთაგრეხილისაგან : ჩრდილოეთ მთაგრეხილს ქმნიან ჩრდილოეთ ჩუს, თერექთის, ყორღონის, ტიგირეცის და კოლივანის ქედები, ხოლო სამხრეთისას სამხრეთ ჩუს, კათუნის და ხოლზუნის ქედები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალთაი“-დან