კალიფორნია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განვაახლე მოსახლეობა, წყარო; 2010 წლის აშშს სამოსახლო აღწერა
დავამატე ინფორმაცია ეკონომიკაზე, მოსახლეობაზე და ტურიზმზე
ხაზი 53:
'''კალიფორნია''' (California, Ca), შტატი [[აშშ]]-ში, მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. სახელი მინიშნებაა ესპანური სიმღერის წარმოსახვითი კუნძულისა, რომლის მმართველი იყო დედოფალი კალაფია. [[XVIII საუკუნე|XVIII]] ს-ის დასაწყისამდე კარტოგრაფებს იგი წარმოდგენილი ჰქონდათ კუნძულის სახით.
[[1769]] წელს კალიფორნია დაიპყრო [[ესპანეთი|ესპანეთმა]]; [[1846]] – დამოუკიდებელი რესპუბლიკა. [[1848]] – [[მექსიკა|მექსიკასთან]] ომის შემდეგ შეიერთა აშშ-მ. 1850-დან [[აშშ]]-ს შტატია.
1850 წლიდან დაიწყო მოსახლეობის დრამატული ზრდა რაც განაპირობა კარგმა ჰავამ ([[ლოს-ანჯელესი]]ში იანვარში საშუალოდ 18-22 გრადუსია), მოსახლეობის ზრდამ გამოიწვია ეკონომიკური ბუმი 20ე საუკუნის მეორე ნახევარში. მალე კალიფორნია გახდა [[აშშ]]-ს გართობის ცენტრი. კალიფორნიის შტატი ლიდერია ტურიზმის სექტორში. კალიფორნიის ეკონომიკა უმსხვილესია სიდიდით, შედარებისთვის კალიფორნია რომ დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს ის მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკურ ქვეყნებში მერვე იქნებოდა (მშპ 1,81 ტრილიონი დოლარი), ხოლო 35-ე უდიდესი ქვეყანა მოსახლეობის მიხედვით.
2008 წლის მონაცემებით კალიფორნიის შტატმა ექსპორტზე 144 მილიოარდი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკა გაიტანა. აგრიკულტურა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია კალიფორნიისთვის ნედლეულის გაყიდვებმა 2008 წელს 31 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კალიფორნიაში თავს იყრის 81,500 ფერმა და რანჩო რომელიც ქმნის 36 მილიარდი დოლარის პროდუქტს შტატში.
მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 38,956 აშშ დოლარს. უამრავი ოკეანის პირა ქალაქი კალიფორნიაში მიჩნეულია მსოფლიოში უმდიდრეს ქალაქებად ([[სანტა-კლარა]]).
2010 წლის მონაცემებით კალიფორნიაში ცხოვრობს 663,000 მილიონერი.
კალიფორნია ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელია. კალიფორნიაში მდებარეობს ორი უდიდესი ატომური ელექტრო სადგური: [[დიაბლო ქანიონი]] და [[სან ონოფრე]].
 
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კალიფორნია“-დან