რუსთველოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
No edit summary
ხაზი 1:
'''რუსთველოლოგია''', მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს [[შოთა რუსთაველი]]ს [[პოემა]] [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანსა]] და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. პირველი რუსთველოლოგიური ნაშრომი [[ვახტანგარნოლდ VI|ვახტანგ VIზონღულაშვლი-ის]] "თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა თქმული ბატონისშვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა" თან ერთვის პოემის პირველ ბეჭდურ, ე. წ. ვახტანგისეულ გამოცემას ([[1712]]). ნაშრომში განმარტებულია პოემის ძნელად გასაგები ადგილები და ცალკეული სიტყვები. აღძრულია რიგი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხებისა (ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალურობა, იდეოლოგიური თავისებურებანი და ა. შ.). ვახტანგ VI-ის კვალს მისდევენ მომდევნო ხანის კომენტატორები — [[დავით რექტორი]], [[პეტრე ლარაძე]], აგრეთვე, [[თეიმურაზ ბატონიშვილი]], რომლის რუსთველოლოგიურ ნაშრომთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია „განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“ და სხვა.
 
ამავე ხანებიდან ვეფხისტყაოსნით დაინტერესდნენ არაქართველი მკვლევარებიც. [[ევფიმი ბოლხოვიტინოვი]]ს წიგნმა „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწვალა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ (პეტერბურგი, 1802), რომელშიც სათანადო ადგილი ეთმობა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს, ხელი შეუქყო რუსთაველის პოემით დაინტერესებას რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსთველოლოგია“-დან