თაყა ფანასკერტელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თაყა ფანასკერტელი''' – XIII-XIV საუკუნეების სამხრეთ [[საქართველო]]ს წარჩინებული ფეოდალი, [[შავშეთი]]სა და [[ტაო]]ს მემამულე. ტაოს ერისთავი. თაყას წინ ფანასკერტელად ჩანს [[ფანასკერტელი,გრიგოლ გრიგოლიფანასკერტელი|გრიგოლი]], რომელიც შესაძლებელია თაყას მამა იყო. ფანასკერტელს ცოლად ჰყოლია [[დემეტრე II თავდადებული]]ს ქალიშვილი [[რუსუდანი (დემეტრე II-ის ასული)|რუსუდანი]]. ფანასკერტელს [[1306]] წელს [[თორთომის ციხე]]სთან ბრძოლა გაუმართავს სამხრეთ საქართველოში [[აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში|აზატ მოსეს]] ხელმძღვანელობით შემოჭრილ რუმის თურქთა მრავალრიცხოვანი ლაშქრისათვის. მან დიდი ზიანი მიაყენა მტერს, მაგრამ მრავალრიცხოვნობის გამო ვერ სძლია და ვერ განდევნა. თორთომის ციხესთან ფანასკერტელის ბრძოლა, მკვლევართა აზრით (დ. ბერძენიშვილი), მოწმობს, რომ ეს ციხე მას ეკუთვნოდა. ფანასკერტელი სამცხის მთავრის [[ბექა I |ბექა I ჯაყელის]] თანამედროვეა და შესაძლებელია მისი ყმა-ვასალიც იყო - მასთან ერთად ებრძოდა თურქებს. თაყას მომდევნო [[ფანასკერტელი, ამირღამბარი|ფანასკერტელი ამირღამბარი]], რომელიც, როგორც ჩანს, თაყას შვილი იყო.
 
==ლიტერატურა==
* ''ბერძენიშვილი დ.,'' ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან (წერაქვის უცნობ წარწერასთან დაკავშირებით), «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1;
*''შოშიაშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 10, გვ. 217, თბ., 1986