მუშქები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Map of Colchis, Iberia, Albania, and the neighbouring countries ca 1770.jpg|მინი|300px300პქ|ძველ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით გაკეთბული რუკა, სადაც მუშქები კოლხეთიდან მარცხნივ არიან განთავსებული, [[ლონდონი]], [[1770]]]]
'''მუშქები''', — [[ძვ. წ. XII საუკუნე|ძვ. წ. XII]]-[[ძვ. წ. VII საუკუნე|VII საუკუნეებში]] [[ასურული ენა|ასურულ]], [[ხეთური ენა|ხეთურ-იეროგლიფურ]] და [[ურარტული ენა|ურარტულ]] წყაროებში მოხსენიებული „მუშქების ქვეყნის“ (Muškaia, Mušku, Mus(a)kai, Muški) მკვიდრნი. ამავე წყაროთა მიხედვით (ძვ. წ. IX-VII სს.), მუშქები ბინადრობდნენ [[მცირე აზია|მცირე აზიის]] აღმოსავლეთ პერიფერიაზე, [[ხათი]]ს, [[ხალიტუ]]ს, [[თაბალი]]სა და სხვა პოლიტიკური გაერთიანებათა მეზობლად (შესაძლოა, მათი ტერიტორიული ცენტრი აღმოსავლეთ კაპადოკია-მაზაკი რაიონი იყო).
 
ისტორიულ ასპარეზზე მუშქები გამოჩნდნენ [[ძვ. წ. XII საუკუნე|ძვ. წ. XII საუკუნის]] დასასრულს, როცა მათი პოლიტიკური გავლენა ევფრატის ზემო დინების აღმოსავლეთით (თანამედროვე [[მდინარე]] [[მურადი]]ს სამხრეთით) გავრცელდა. 50 წლით ადრე მათ აქ ალზისა და ფურულუზმის ქვეყნები დაუპყრიათ, ხოლო [[ტიგლათფილესერ I]]-ის მეფობის დასაწყისში ([[ძვ. წ. 1115]]) 20 ათას მუშქ მეომარსა და მათ 5 „მეფეს“ ხელთ უგდიათ უფრო სამხრეთით მდებარე ასურეთის ვასალური ქვეყანა [[ქათმუხი]]ც. მუშქების სამეფო ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარშიც; განსაკუთრებით ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების მიჯნაზე, მეფე მითას დროს, როცა იგი ანტიაურულ კოალიციაში შედიოდა. მუშქებს ბრძოლა ჰქონიათ [[კიმერიელები|კიმერიელთა]] და ურარტუელთა[[ურარტუ]]ელთა გაერთიანებულ ლაშქართან. ძვ.ძველი აღმოსავლური წყაროების მუშქები იგულისხმებიან ბიბლიურიბიბლიურ „მეშეხში“ (ქართ.ქართულად „მოსოხ“). ძველი ბერძნული ტრადიცია მუშქების სამეფოს იცნობს ფრიგიის, ხოლო მითას — შიდასის სახელით.
 
როგორც ვარაუდობენ (გ. მელიქიშვილი, თ. მიქელაძე, ნ. ხაზარაძე), [[ასურეთი]]სა და [[ურარტუ]]ს დაცემის შემდეგ მუშქების ნაწილი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით უნდა გადასახლებულიყო და ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ [[საქართველო]]ს ტერიტორიაზე დაბინავებულიყო. შესაძლოაარსებობს ვარაუდი, რომ ეს მუშქები იგულისხმებოდნენ ძვ.ძველი ბერძნული წყაროების „მოსხებში“ (Moshoi) (მოგვიანო ხანაში ასე უწოდებდნენ ერთ-ერთ ქართველურ ტომს [[მესხები|მესხებს]]). გ. მელიქიშვილის ვარაუდით, მუშქების ვრცელ პოლიტიკურ გაერთიანებაში უკვე ძვ.ძველ აღმოსავლეთაღმოსავლურ ხანაში შედიოდნენ ქართველური წარმოშობის, ხოლო ი. დიაკონოვის აზრით, — პროტოსომხური ენის მატარებელი ტომები.
 
მუშქური ენა ჩვენთვისდღეისათვსი უცნობია, შემორჩენილი ორიოდე საკუთარი სახელის (მუშქი და მითა) მიხედვით ძნელია მუშქების ენაზე მსჯელობა. მუშქების სავარაუდებელსავარაუდო ტერიტორიაზე ნაპოვნი ხეთურ-იეროგლიფური ტექსტები შედგენილია ლუვიურის მონათესავე [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპულ ენაზე]]. ასევე ინდოევროპულია მუშქების ტერიტორიის დასავლეთ რაიონებში ნაპოვნი ფრიგიული წარწერების ენა. მუშქების ტერიტორიაზე გამოვლენილი მატერიალური კულტურა მჭიდრო კავშირშია როგორც ძვ. წ. II ათასწლეულის ხეთურ-ლუვიურ, ასევე ძვ. წ. I ათასწლეულის დასავლეთ მცირეაზიულ მატერიალურ კულტურასთან.
 
== ლიტერატურა ==
* ''წერეთელი კ.,'' ქართული ეთნიკური ტერმინის „მესხ“-ის ისტორიისათვის, «საქ. სსრ მეხნიერებათა აკადემიის მოამბე», 1954, ტ. 15;
* ''ხაზარაძე ნ.,'' „მუშქების ქვეყნის“ სახელწოდების აღდგენისათვის თუქულთინინურთა II „ანალებში“, «აღმოსავლური კრებული», 1960, ტ. 1;
* ''Дьяконов И. М.,'' Предистория армянского народа, Ер., 1968;
* ''Меликишвили Г. А.,'' К истории древней Грузии, Тб., 1959;
* ''ხაზარაძე ნ., გიორგაძე გ.,'' ქსე, ტ. 7, გვ. 226, თბ., 1984
 
[[კატეგორია:ახლო აღმოსავლეთის უძველესი ისტორია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მუშქები“-დან