ტაიფუნი (ციკლონი): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: [[ფაილი:Pacific typhoon tracks 1980-2005.jpg|thumb|260px|ტაიფუნების მარშრუტის გავრცელების ...
(განსხვავება არ არის)

08:17, 22 მაისი 2011-ის ვერსია

ტაიფუნი (ჩინ. - 颱風; პინ-ინი - táifēng; ინგლ. - Typhoon) — წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში (ა. გ. 170°-მდე) ეკვატორის ჩრდილოეთით წარმოქმნილი ტროპიკული ციკლონის ადგილობრივი სახელწოდება.

ტაიფუნების მარშრუტის გავრცელების სქემა

ტაიფუნი გადაადგილდება დასავლეთით და ჩრდილოეთ-დასავლეთით 10-20 კმ/სთ სიჩქარით და აღწევს ინდოჩინეთის, ჩინეთისა და კორეის ნაპირებს, შემდეგ მოძრაობს ჩრდილოეთისაკენ ან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ 30-50 კმ/სთ (ზოგჯერ 100 კმ/სთ) სიჩქარით და აღწევს იაპონიას, ზოგჯერ კურილის კუნძულებს და კამჩატკასაც.

წლის განმავლობაში იცის 30-მდე ტაიფუნი, უმრავლესობა ივლისიდან ოქტომბრამდე. ტაიფუნს თან სდევს ზღვის ძლიერი ღელვა და რამდენიმე ასეული მმ ატმოსფერული ნალექი.

იაპონიისთვის განსაკუთერბულად დამანგრეველი აღმოჩნდა 1991 წლის სეზონი, სადაც ტაიფუნის წნევამ 870—878 მბარ-ს მიაწია.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 9, გვ. 643, თბ., 1985.