Corpus Iuris Civilis: განსხვავება გადახედვებს შორის

3 ბაიტი წაიშალა ,  10 წლის წინ
No edit summary
 
== Corpus Iuris Civilis და ქართული სამართალი ==
რომის სამართალმა [[ქართული სამართალი|ქართულ სამართალზეც]] იქონია გავლენა, რადგან [[საქართველო|საქართველოს]] მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ სამყაროსთან, განსაკუთრებით კი ბიზანტიასთან. ამიტომ შეუძლებელი იყო, რომ რომის სამართალს გავლენა არ ჰქონოდა საქართველოზე. რომის სამართლის ცალკეულმა დებულებებმა და პრინციპებმა გამოხატულება ჰპოვეს როგორც [[საერო სამართალი|საერო]], ისე [[სასულიერო სამართალი|სასულიერო სამართალში]]. მაგალითად, [[დიდი სჯულის კანონისჯულისკანონი|დიდმა]] და [[მცირე სჯულის კანონისჯულისკანონი|მცირე სჯულის]] კანონებმასჯულისკანონებმა ბევრი რამ შეთვისეს რომის სამართლიდან.
 
რომის სამართლის გავლენის პირდაპირი მტკიცებულებაა [[ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული|ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში]] შესული [[სამართალი ბერძნული|„სამართალი ბერძნული“]]. [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] სწავლულ კაცთა საკოდიფიკაციო კომისიას ბერძნული სამართლის ქართული ვერსია ამოკრეფილი უნდა ჰქონოდა კონსტანტინე არმენოპულოსის ქევსწიგნეულიდან. ვახტანგის საკოდიფიკაციო კომისიამ კარგად იცოდა, რომ კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული რომაული სამართლიდან იყო რეცეფცირებული, მაგრამ, რადგან იგი [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] მოქმედებდა, ის ბერძნული სამართლის სახელწოდებით გადმოიტანა.