ამენემჰეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ამენემჰეტი''', ამენემჰარტი, - ეგვიპტის შუა სამეფოს (ძვ.წ. 2000-1700) დრ...)
 
'''ამენემჰეტი''', ამენემჰარტი, - ეგვიპტის შუა სამეფოს (ძვ.წ. 2000-1700) დროინდელი XII დინასტიის რამდენიმე ფარაონის სახელი.
*'''ამენემჰეტ I''' — მეფობდა დაახლოებით ძვ.წ. 2000-1970 წწ. XII დინასტიის დამაარსებელია. მის დროს დაიწყო ეგვიპტის სახელმწიფოს აღორძინება. გამეფებისთანავე თებეში (ძვ. დედაქალაქი) კი არ დამკვიდრდა, არამედ ზემო და ქვემო ეგვიპტის საზღვრებზე მდებარე ციხესიმაგრე ითაუიში (მემფისის ახლოს). ამენემჰეტ I ცდილობდა შეეზღუდა ნომარქოსთა ძალაუფლება, დაადგინა ახალი საზღვრები ნომებს შორის. ილაშქრა [[პალესტინა]]ში, ოქროს საბადოებით განთქმულ [[ნუბია]]სა და [[ლიბია]]ში. ფიქრობენ, რომ შეთქმულების მსხვერპლი გახდა.
ფიქრობენ, რომ შეთქმულების მსხვერპლი გახდა.
*'''ამენემჰეტ II''' — ნებკაურა, სენუსერტ Iის ძე. მეფობდა ძვ. წ. 1934-1849 წწ. [[მანეთონი]]ს მიხედვით, მოკლეს კარის მსახურებმა (საჭურისებმა).
*'''ამენემჰეტ III'''— მეფობდა ძვ.წ. დაახლოებით 1849-1801 წლებში. მის დროს განმტკიცდა სახელმწიფო ხელისუფლება, რამაც შეასუსტა ნომარქოსთან ძლიერება. აყვავდა ეგვიპტის სამეურნეო და კულტურული ცხოვრება; გაფართოვდა ვაჭრობა [[სირია]]სთან (კერძოდ, [[ბიბლოსი|ბიბლოსთან]]), გაიზარდა საირიგაციო მშენებლობა; წარმოებდა ნუბიის, სირიისა და სინას ბუნებრივ სიმდიდრეთა ინტენსიური ექსპლუატაცია. ფაიუმში (ჩრდილოეთი ეგვიპტე) აშენდა ქვის გრანდიოზული ტაძარი, რასაც ბერძნებმა ''ლაბირინთი'' უწოდეს (შესაძლოა, ამენემჰეტ III-ის სახელის "ლამარეს - ლაბირეს" გამო). ლაბირინთს მიაკუთვნებდნენ "სამყაროს შვიდი საოცრების" რიცხვს.
*'''ამენემჰეტ IV''' — ამენემჰეტ III-ის ძე. მეფობდა დაახლოებით ძვ.წ. 1801-1792 წლებში. მემკვიდრეობა თავის ქალიშვილს [[ნეფრუსებეკი|ნეფრუსებეკს]] გადასცა.
== ლიტერატურა ==
* [[ქსე]] ტ.1, გვ.355, 1975.