ოქროს საწმისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
78.139.137.172-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ბოლოს ArthurBot-ის მიერ რედაქტირებული ვე�
ხაზი 1:
[[Image:Jason Pelias Louvre K127.jpg|thumb|300px|იასონი ოქროს საწმისით ბრუნდება, აპულიური თიხის ჭურჭლის მხატვრობა, დაახ. ძვ. წ. 340–330.]]
'''ოქროს საწმისი''' ([[ბერძნ.]] Χρυσόμαλλον Δέρας) [[ბერძნული მითოლოგია|ბერძნულ მითოლოგიაში]] ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი იყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით [[ჰერმესი|ჰერმესმა]] გამოგზავნა [[ჰერა]]ს ან თავად [[ზევსი]]ს ბრძანებით, და რომლის ზურგზე ორქომენეს მეფე [[ათამანტე]]ს შვილები - ფრიქსე და ჰელე - აზიის ნაპირებისკენ გაემგზავრნენ დედინაცვალი [[ინო]]სგან გადასარჩენად. გზად ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე [[დარდანელის სრუტე]]).თესალიის მეფემ [[პელიამ]] თავის ძმისწულს [[იასონს]] სამეფო ტახტი შესთავაზა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი [[“არგო”]], ელადის რჩეული ვაჟკაცებიდან შეარჩია ეკიპაჟი და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ფასისის [[(მდინარე რიონი)]] შესართავს მიადგა. [[არგონავტები]] მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას [[(ქუთაისს)]] მიადგნენ.აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა შეასრულა ეს მოთხოვნები აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი[[ მედეა]]ს დახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყაებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კორინთოს მეფის[[ კრეონტი]]ს ასული შეირთო. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვდინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი ჰერას ტაძარში დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა. არის თქმულების კეთილად დასრულების გვიანდელი ვარიანტიც, რომლის მიხედვით [[აიეტი]] და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ.
 
 
 
 
 
ფრიქსემ [[კოლხეთი]]ს სანაპიროს მიაღწია და ცხვარი ზევსს შესწირა, ხოლო მისი ოქროს ტყავი [[აიეტი|კოლხეთის მეფეს]] უბოძა. ოქროს საწმისი კოლხთა კეთილდღეობის გარანტი გახდა, რომელსაც არესის ტყეში დრაკონი დარაჯობდა. სწორედ აქედან მოიტაცა [[იასონი|იასონმა]] '''[[მედეა]]ს''' დახმარებით და [[არგონავტები|არგონავტებთან]] ერთად საწმისი და [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] წაიღო.
 
{{მითოლოგია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოქროს_საწმისი“-დან