ოქროს საწმისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[Image:Jason Pelias Louvre K127.jpg|thumb|300px|იასონი ოქროს საწმისით ბრუნდება, აპულიური თიხის ჭურჭლის მხატვრობა, დაახ. ძვ. წ. 340–330.]]
'''ოქროს საწმისი''' ([[ბერძნ.]] Χρυσόμαλλον Δέρας) [[ბერძნული მითოლოგია|ბერძნულ მითოლოგიაში]] ცხვარი ქრიზომალოსის ოქროს ტყავი იყო, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით [[ჰერმესი|ჰერმესმა]] გამოგზავნა [[ჰერა]]ს ან თავად [[ზევსი]]ს ბრძანებით, და რომლის ზურგზე ორქომენეს მეფე [[ათამანტე]]ს შვილები - ფრიქსე და ჰელე - აზიის ნაპირებისკენ გაემგზავრნენ დედინაცვალი [[ინო]]სგან გადასარჩენად. გზად ჰელე ზღვაში ჩავარდა, რომელიც მას შემდეგ მის სახელს ატარებს - ჰელესპონტი (თანამედროვე [[დარდანელის სრუტე]]).თესალიის მეფემ [[პელიამ]] თავის ძმისწულს [[იასონს]] სამეფო ტახტი შესთავაზა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი [[“არგო”]], ელადის რჩეული ვაჟკაცებიდან შეარჩია ეკიპაჟი და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ფასისის [[(მდინარე რიონი)]] შესართავს მიადგა. [[არგონავტები]] მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას [[(ქუთაისს)]] მიადგნენ.აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა შეასრულა ეს მოთხოვნები აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი[[ მედეა]]ს დახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყაებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კორინთოს მეფის[[ კრეონტისკრეონტი]] ასული შეირთო. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვდინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი [[ ჰერას ტაძარში]] დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა. არის თქმულების კეთილად დასრულების გვიანდელი ვარიანტიც, რომლის მიხედვით [[აიეტი ]] და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოქროს_საწმისი“-დან