არისტოტელიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

+ლიტერატურა
(r2.7.1) (ბოტის დამატება: es:Aristotelismo)
(+ლიტერატურა)
[[საქართველო]]ში არისტოტელიზმის გავლენა III საუკუნიდან ([[კოლხეთის აკადემია|კოლხეთის სკოლა]]) დასტურდება და აპოგეას აღწევს XI-XII საუკუნეებში. ითარგმნება არისტოტელე და მისი განმმარტებლები ([[პორფირიოსი]], [[ამონიოს ჰერმია]]), კრიტიკულად განიხილავენ და სწავლობენ არისტოტელეს მოძღვრებას ([[იოანე პეტრიწი]]). არისტოტელიზმი აისახა ლიტერატურაშიც ([[ჩახრუხაძე]]).
 
ახალი ფილისოფიის მესიტყვეები ([[ბეკონი, ფრანსის|ფ. ბეკონი]], [[გასენდი, პიერ|პ. გასენდი]] და სხვა) იცნობდნენ სქოლასტიზებულ არისტოტელიზმს და იბრძოდნენ მის წინააღმდეგ. შემდგომ კვლავ იზრდება არისტოტელიზმის გავლენა. [[ნეოსქოლასტიკა|ნეოსქოლასტიკისა]] და [[ნეოთომიზმი|ნეოთომიზმის]] გარდა, რომელთა ფილოსოფიის საფუძველი გაყალბებული არისტოტელეა, მის გავლენას განიცდიდნენ [[მელანქთონი, ფილიპ|ფ. მელანქთონი]], [[ჰეგელი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ| ჰეგელი]], [[ტრენდელენბურგი, ფირდრიხ|ფ. ტრენდელენბურგი]], [[ვინდელბანდი, ვილჰელმ|ვ. ვინდელბანდი]], [[რიკერტი, ჰაინრიხ|ჰ. რიკერტი]], [[ლასკი, ემილ|ე. ლასკი]], [[ჰარტმანი,ნიკოლაი ნიკოლაი|ნ. ჰარტმანი]] და სხვა.
==ლიტერატურა==
*'' თევზაძე გ.'', ქსე, ტ. 1, გვ. 572, თბ., 1975