ტყუპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Unicodifying, Replaced: {{ბიოლოგია}} → {{ესკიზი-ბიოლოგია}}, using Project:AWB
No edit summary
ხაზი 18:
[[sl:Mnogoplodna nosečnost]]
[[sv:Flerbarnsbörd]]
მრავალნაყოფიანი ორსულობა – ერთდროულად ორი და მეტი ნაყოფის განვითარება; შეადგენს 1%-ს ყველა ორსულობისა. მიზეზები საკმარისად შესწავლილი არ არის. გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით წინასწარგანწყობას. განასხვავებენ ერთ- და ორკვეცხუჯრედიან ტყუპებს. ერთკვერცხუჯრედიანი ტყუპები ყოველთვის ერთსქესიანები არიან და აქვთ ერთნაირი ჯგუფის სისხლში; ორკვერცხუჯრედიან ტყუპები შესაძლებელია იყვნენ როგორც ერთნაირ სქესიანი, ასევე სხვადასხვა სქესისა და ჰქონდეთ როგორც ერთნაირი, ასევე სხვადასხვა ჯგუფის სისხლი.
 
სიმპტომები, მიმდინარეობა. ქალები ორსულობის ბოლოს უჩივიან ქოშინს, სიმძიმეს მუცელში, ხშირია გვიანი ტოქსიკოზები. ორსულობის ადრეულ ვადებში დიაგნოსტიკა გაძნელებულია. გვიან ვადებში დიაგნოზს ადგენენ მუცლის დიდი ზომით, პალპაციისას ნაყოფის 3 მსხვილი ნაწილის, ორი გულისცემის მოსმენით, სიხშირით 10 დარტყმა წუთში. დიაგნოზი ზუსტდება ულტრაბგერითი გამოკვლევით, ნაყოფის ეკგ რეგისტრაციითა და მიმოხილვითი რენტგენოგრამით. ერთი- და ორკვერცხუჯრედიანი ტყუპების დიაგნოსტირებას ახდენენ დაბადებისა და მომყოლის დათვალიერებს შემდეგ.
შესაძლებელია შემდეგი გართულებები: სამშობიარო მოქმედების სისუსტე, ნაადრევი მშობიარობა, სანაყოფე წყლების დაღვრა, მეორე ნაყოფის პლაცენტის ნაადრევი აშრევება, მეორე ნაყოფის გარსის დაგვიანებული გასკდომა, ნაყოფის მდებარეობის ანომალიები ან წინმდებარეობა, ჰიპოტონური სისხლდენა
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტყუპები“-დან