გოტიკური არქიტექტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== ისტორია ==
პირველი გოთური ნაგებობები გაჩნდა [[1130]]-[[1150]] წლებში [[ილ დე ფრანსი|ილ დე ფრანსის]] ტერიტორიაზე. ამიტომ ამ სტილს მაშინ ლათინურად francigenum opus-ს ანუ "ფრანგული წარმოშობის ხელოვნებას" უწოდებდნენ. [[კაპეტინგები|კაპეტინგების]] მეფობის პერიოდში გოთური არქიტექტურა განასკუთრებით პოპულარული გახდა. ამ პერიოდში მოსახლეობის დემოგრაფიული გაზრდა მოითხოვს რელიგიური ნაგებობების გაფართოებას, რადგან დიდია მორწმუნეთა რიცხვი. ამავე პერიოდში ვითარდება ქალაქები და ვაჭრობა, რაც იწვევს ახალი სოციალური კლასის, მდიდარი ბურჟუაზიის აღმოცენებას.
 
პირველი ნაგებობა რომელიც რომაულ სტილს საგრძნობლად სცილდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გოთური არქიტექტურით აგებული, არის [[სენ-დენისის სააბატო]].
 
გოთური სტილის გავრცელების საფუძველი გახდა ჩრდილოეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] საეპისკოპოსოებს შორის კონკურენცია: ყოველ ეპისკოპოსს სურდა უფრო ლამაზი და დიდი ტაძარი, ვიდრე მის მეზობელს ჰქონდა. ამგვარად განვითარდა ახალი სტილი ჯერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში, ყველა ქვეყანაში თავისებური ნიუანსებით.
 
== მახასიათებლები ==
846

რედაქტირება