კუ-კლუქს-კლანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Klan-in-gainesville.jpg|thumb|კუ-კლუქს-კლანი 1923 წელს]]
'''კუ-კლუქს-კლანი''', კკკ ([[ინგლისური ენა|ინგლ]].Ku Klux Klan, KKK) — რამდენიმე [[რასიზმი|რასისტული]] და [[ტერორიზმი|ტერორისტული]] ორგანიზაციის სახელწოდება [[აშშ]]-ში, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთით. ამ ორგანიზაციას უკავშირებენ [[ლინჩის სასამართლო]]ს გაჩენას.
=== ისტორია ===
ხშირად მიიჩნევენ, რომ სახელწოდება ''კუ-კლუქს-კლანი '' მიღებულია იარაღის გადატენვის შედეგად გამოცემული ხმისგან. სხვა ვერსიით, ის წარმოსდგება [[ძველბერძნული ენა|ძველბერძნული]] κύκλος — წრე, ბორბალი, და [[ინგლისური ენა|ინგლისური]] სიტყვისგან clan — სანათესაო თემი, კლანი ([[შოტლანდიელები|შოტლანდიელებსა]] და [[ირლანდიელები|ირლანდიელებში]]).
 
=== წინაისტორია ===
ამერიკის სამხრეთში კკკ-ის გამოჩენამდე, არაერთი ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებდა, რომლებიც შავკანიან მოსახლეობაზე, ფედერაციის ჯარების ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე აწყობდნენ თავდასხმებს. სამხრეთში პლანტატორების მიერ შექმნილი ტერორის სისტემა ორგანიზებულობის უმაღლეს დონეზე იდგა. სამოქალაქო ომიდან მოყოლებული ასეთი ორგანიზაციების რამდენიმე დასახელება შემორჩა: "სოციალური კავშირი", "ცისფერი ლოჟები", "სამხრეთის ვაჟები", "ცეცხლოვანი ჯვრები", "თეთრი ლიგები". ყველაზე პოპულარული იყო საზოგადოება "ოქროს წრის რაინდები", რომელიც 115 ათას ადამიანს ითვლიდა. ორგანიზაციების უმეტესობა [[1860]]-იანი წლების ბოლოს გაუქმდა, მეტწილად მკაცრი კანონებისა და სასტიკი პოლიტიკის შედეგად, რომელსაც [[ამერიკის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] შემდეგ აშშ-ს ხელისუფლება სამხრეთში ატარებდა.
 
=== ორგანიზაციის შექმნის წინაპირობა ===
სამოქალაქო ომმა იმდროის აშშ მოსახლეობის შეხედულებებზე გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია. სამხრეთში დაწყებულმა რეკონსტრუქციამ (1865—1877) ძირფესვიანად შეცვალა შავ და თეთრკანიან მოსახლეობაში უკვე არსებული დამოკიდებულება.
===კუ-კლუქს-კლანის შექმნა ===
[[ფაილი:KKK-Flag.svg|thumb|კუ-კლუქს-კლანის დროშა]]
[[1865]] წლის 24 დეკემბერს, როდესაც სამხრეთმა წინააღმდეგობა შეწყვიტა, [[ტენესი]]ს შტატის ქალაქ [[პიულასკი]]ში მოსამართლე თომას ლ. ჯონსმა და სამხრეთის არმიის ექვსმა ვეტერანმა საიდუმლო ორგანიზაციის ჩამოყალიბება განიზრახეს, რაც ადგილობრივი სასამართლოს შენობის მემორიალურ დაფაზე შემორჩენილი მინაწერით მტკიცდება. კუ-კლუქს-კლანის პირველი ექვსი დამაარსებლის სახელებია მაქქორდი, ლესტერი, კენედი, ქროუ, ჯოუნსი და რიდი.
2,491

რედაქტირება