მდივანბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
1527377 ცვლილების გაუქმება Nodar kherkheulidze-ის მიერ (განხილვა)
ხაზი 1:
'''მდივანბეგი''', უფროსი მოსამართლე, [[მსაჯულთუხუცესი]], [[მდივანბეგთა სასამართლო|სასამართლოს თავმჯდომარე]]. მდივანბეგობის [[სახელო]] [[საქართველო]]ში XVI საუკუნიდან შემოვიდა. „მდივანბეგი“ მოსამართლის აღნიშნული სხვა ტერმინების — „მსაჯულის“, „მოსამართლისა“ და „[[ბჭე|ბჭის]]“ პარალელურად იხმარებოდა.
 
მდივანბეგი იყო სპეციალური მოხელე — მოსამართლე, რომლის კომპეტენციაში შედიოდა მნიშვნელოვანი სისხლისა და სამოქალაქო სამართლეებრივი საქმეები. მდივანბეგის სასამართლო ჩვეულებრივ კოლეგიური იყო. სასამართლოს ესწრებოდა მდივანი, რომლის მოვალეობას შეადგენდა მხარეთა ჩვენების ჩაწერა, სამართლეებრივი წიგნის სათანადო მუხლის მოძებნა; მდივნები სასამართლოს წევრებადაც ითვლებოდნენ და მონაწილეობას ღებულობდნენ საქმეების გარჩევაში. მდივანბეგის სასამართლოს ექვემდებარებოდნენ იასაულები, რომელთაგან ერთი ჯგუფი საგამოძიებო, მეორე კი აღმასრულებელი ხასიათის ფუნქციას ასრულებდა. საჯარო ხელისუფლების ინიციატივით მხოლოდ მნიშვნელოვანი სისხლის სამაღტლეებრივი საქმეების ძიება იწყებოდა. სასამართლო პროცესი შეჯიბრებითი იყო. მხარეები პროცესში თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, თუ ისინი ფეოდალური იერარქიის ერთ საფეხურზე იდგნენ. სასამართლო მოისმენდა მხარეების ჩვენებას, გასინჯავდა საბუთებს, შეამოწმებდა მათს სისწორეს, დაკითხავდა მოწმეებს.
ხაზი 11:
*''სურგულაძე ი.,'' საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 313-338;
*''სურგულაძე ი.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 530, თბ., 1983
 
==იხ. აგრეთვე==
* [[მდივანბეგთა სასამართლო]]
 
[[კატეგორია:ძველი ქართული სამართალი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მდივანბეგი“-დან