გრიბოედოვის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Griboedov Theatre Small Hall.jpg|thumb|300px|თეატრის მცირე სცენა]]
'''გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი''', დაარსდა [[თბილისი|თბილისში]] [[18321932]] წელს. პირველ სპექტაკლად წარმოდგენილ იქნა [[მარჯანიშვილი, კონსტანტინე|კ. მარჯანიშვილის]] მიერ დადგმული [[გორკი, მაქსიმ|მ. გორკის]] "ფსკერზე" (18321932 წლის 3 ნოემბერი). 18351935 წელს თეატრს მიენიჭა [[გრიბოედოვი, ალექსანდრე|ა. გრიბოედოვის]] სახელი. თეატრის რეპერტუარშია რუსული და საზღვარგარეთული თანამედროვე და კლასიკური ნაწარმოებები. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართველ ავტორთა ნაწარმოებებს, რომელთაგან აღსანიშნავია სხვადასხვა დროს დადგმული შ. დადიანის "ნაპერწკლიდან", ი. ვაკელის "დიდი მოურავი" და სხვა. თეატრის წარმატებაში წვლილი მიუძღვით კ. შახ-აზიზოვს (დღიდან დაარსებისა 15 წელი ხელმძღვანელობდა თეატრს), სსრკ სახალხო არტისტებს: გ. ტოვსტონოგოვს, დ. ანთაძეს, საქართველოს სახალხო არტისტებს: ნ. მარშაკს, ა. თაყაიშვილს, ს. ჭელიძეს, გ. ლორთქიფანიძეს; საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეებს: ა. რუბინს, გ. ღვინიაშვილს, მ. ოლშანიცკაიას, კ. სურმავას და სხვა. მსახიობებს: სსრკ სახალხო არტისტს ნ. ბურმისტროვას, საქართველოს სახალხო არტისტებს: ე. სატინას, ა. სმირანინს, მ. პიასეცკის, ა. ზაგორსკის, კ. მიუფკეს, დ. სლავინს, ი. ზლობინს, კ. დობჟინსკის, ი. რუსინოვს და სხვებს.
 
== ლიტერატურა ==
ანონიმური მომხმარებელი