ყვითელი პრესა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
'''«ყვითელი პრესა»''' — ტერმინი ჟურნალისტიკაში, რომლითაც აღინიშნება დაბალი საფასურის ბეჭდითი პრესის გამოცემები, რომელთა ძირითადი სპეციალიზაცია არის [[ჭორი|ჭორების]] (ხშირ შემთხვევაში გადაუმოწმებელი და მატყუარი), [[სენსაცია|სენსაციებისა]] და სკანდალების გაშუქება. ამგვარ გმოცემებში ინფორმაცია მხოლოდ გასართობი საშუალებაა.
{{გადასაწერი}}
{{ვიკი}}
{{სტილი}}
ტერმინი „ყვითელი პრესა“ გაჩნდა აშშ-ში, როდესაც საგაზეთო ბიზნესის ყველაზე მსხვილი მონოპოლისტები _ პულიტცერი და ჰერსტი ბაზრისთვის იბრძოდნენ. ეს სიტყვათშეთანხმება „ყვითელი ბიჭუნას“ შესახებ კომიქსიდან მომდინარეობს, რომლის ირგვლივ სასამართლო პროცესი გაიმართა ამ ორ კომპანიას შორის. 1896 წელს მესამე გაზეთის რედაქტორმა თავის ორ კონკურენტ გამოცემას „ყვითელი“ უწოდა. ამგვარად, ტერმინი „ყვითელი პრესა“ პირველად იმ პერიოდიკას ეწოდა, რომელიც ბეჭდავდა კომიქსს კონკრეტული გმირის შესახებ. მოგვიანებით მან სხვა, უფრო ღრმა მნიშვნელობა შეიძინა, რომელიც დღესაც არ დაუკარგავს.
 
== წყარო ==
დღეს, „ყვითელი“ პრესის დამახასიათებელ თვისებად შეიძლება აუდიტორიასთან მისი დამოკიდებულების სპეციფიკა ჩავთვალოთ. თუ ხარისხიანი პრესა საკუთარ თავს მიიჩნევს გამომცემლად, რომელიც მკითხველს თანამედროვე რეალობაში მიმდინარე არსებითი პროცესების თანაგააზრებისკენ და დაფიქრებისკენ მოუწოდებს, მასობრივი პრესა ორიენტირებულია მაქსიმალურად აქტუალურ სოციალურ-ყოფით პრობლემებზე, რომლებიც მასობრივი აუდიტორიისთვის ადვილი აღსაქმელია. და პირველ რიგში, იმ მკითხველზე, რომელსაც აუცილებელია მიაწოდო გასართობი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც მას თანაგააზრებისკენ არ უბიძგებს. ადრესატისა და ადრესანტის ურთიერთობა „ყვითელ“ პრესაში არაპარიტეტულია: ავტორი არ აიგივებს საკუთარ თავს მკითხველთან, ის მას თამაშს სთავაზობს, რომელიც გამომდინარეობს ავტორის პირადი წარმოდგენიდან, თუ რა სჭირდება მის მკითხველს. ამასთანავე, აუდიტორიაზე ავტორის წარმოდგენის დონე საკმაოდ დაბალია. ძირითადი მომენტი აქ არა აუდიტორიის მიმართ ინტელექტუალური ნდობაა, არამედ მისი მზადყოფნა აითვისოს ნებისმიერი მოწოდებული ტექსტი. „ყვითელი პრესის“, როგორც გამოცემის ტიპის ფორმირების ისტორიაში ექსკურსმა და ამგვარი ნაბეჭდი პროდუქციის ტექსტების შესწავლამ, საშუალება მოგვცა გამოგვეყო „ყვითელი“ პრესის ყველაზე დამახასიათებელი ტიპოლოგიური ნიშნები.
* [http://www.relga.ru/Environ/WebObjects/tgu-www.woa/wa/Main?textid=497&level1=main&level2=articles «ყვიტელი პრესის ფენომენი». ევგენი საზონოვი], სამეცნიერ-კულტუროლოგიური ჟურნალი RELGA, № 7 [109] 23.05.2005
 
1. ამ ფენომენის ერთ-ერთი მახასიათებელია ტაბუდადებული თემატიკის ეპატირებული გაშუქება, რომელიც ადამიანის ყოფის ნებისმიერი სფეროს, საჯარო დისკუსიებიდან ყველაზე დაფარულზეც კი, ხელუხლებლობაზე უარის თქმას გულისხმობს. „ყვითელი“ პრესა განსაკუთრებით დიდ ინტერესს სამი ტიპის ტაბუდადებული ინფორმაციისადმი იჩენს.
 
პირველ რიგში, ეს ინტიმურ ურთიერთობებისადმი ინტერესია. მოცემულ თემის ექსპლუატირებას გამოცემის ეს ტიპი განსაკუთრებული წესით — მისი სესაციური და ბიოლოგიურ-ნატურალისტური შემადგენლის აბსოლუტიზებით ახდენს. ხშირად კი მოცემული თემატურ პლასტს მხოლოდ ერთი — პორნოგრაფიული მხრიდან აშუქებს. შიშველი ნატურის გამოქვეყნება და გენიტალიებზე ყურადღების ჰიპერტროფირების მიზანია მიიპყროს უბრალო, მაგრამ ამავდროულად, მასობრივი მკითხველის ყურადღება. რუსეთის და დასავლეთის „ყვითელ“ გაზეთებში ილუსტრაციული მასალის ბირთვი დღეს ან ფოტომოდელების გამოსახულებებია (მსგავსი ფოტომასალის გამოყენების პიონერები ამერიკული ჟურნალი „ფლეიბოი“ და ინგლისური გაზეთი „სანი“ იყვნენ), ან მკითხველების (როგორც წესი, ქალების) ფოტოები, რომლებიც ამა თუ იმ „გულახდილ“ კონკურსზეა გამოგზავნილი. მოცემული მეთოდიკა კიდევ უფრო მკვეთრადაა წარმოჩენილი „ყვითელი“ პრესის სხვადასხვა ტექსტურ მასალაში, რომელშიც ჰიპერტროფირებულია კულტურაში სექსუალური ურთიერთობების როლი, ხოლო კერძო ინტერესი საერთო ტენდენციის სახითაა მოწოდებული, რომელიც არსებობის ბიოლოგიური კანონებითაა გაპირობებული (გაჩნდა ცალკე ტერმინი, რომელიც ამ პრაქტიკას აღნიშნავს — „სეხპლოიტატიონ“: ანუ სექსი და ექსპლუატაცია). ინტიმური ურთიერთობების თემის გაშუქებასთან მიმართებაში „ყვითელი“ პრესა იგნორირებას უკეთებს კულტურის მთავარ პოსტულატს, ანუ იმ ფაქტს, რომ ტაბუს დარღვევისთვის საფუძვლიანი მიზეზების ქონაა აუცილებელი.
 
მეორე მხრივ, „ყვითელი“ პრესა გადამეტებულ ინტერესს იმ ადამიანების პირადი ცხოვრების მიმართ იჩენს, რომელებიც საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. მოცემული სფეროს უფრო დეტალური განხილვა ბეჭდვითი პროდუქციის ნებისმიერი სახისთვისაა დამახასიათებელი. ხარისხიან პრესაში ეს ხერხი ფართოდ გამოიყენება გმირის ხასიათის, მასალის გაშლისთვის ან ჟურნალისტური გამოძიებისთვის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, თუ ხარისხიანი პრესა პირად ცხოვრებაში შეღწევის სიღრმეს ეთიკური საზღვრებით ზღუდავს, „ყვითელი“ პრესა ამ საზღვრებს თავისუფლად არღვევს. ასეთ შემთხვევაში, ხშირია კონფლიქტი პუბლიკის ინფორმაციის უფლებებზე და ადამიანის პირად ცხოვრებასა და უსაფრთხოებაზე უფლებას შორის.
 
გამოიყოფა „ყვითელი“ პრესის პირად ცხოვრებაში შეღწევის ორი დონე: „მსუბუქი“ და „მძაფრი“. „მსუბუქი“ ჩარევის მაგალითებია — ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან ამა თუ იმ ოფიციალური და ნახევრადოფიციალური მოვლენის შესახებ შეტყობინებები (ქორწინება, განქორწინებები, დაბადება და ა. შ.). ამ პრაქტიკას „მსუბუქს“ იმიტომ უწოდებენ, რომ ამგვარი მოვლენების შესახებ ცნობები არც დაფარულია და არც ინტიმურია, მაგრამ ხშირად მათ შესახებ მხოლოდ მონაწილეების ვიწრო წრემ იცის. პირად ცხოვრებაში ჩარევის „მძაფრი“ ტიპი კი არაოფიციალური, ინტიმური ურთიერთობების სფეროში, ჯანმრთელობის სფეროში ღრმად შეღწევას გულისხმობს.
 
მესამე მხრივ, „ყვითელ“ პრესაში ხშირია არაჯანსაღი ინტერესი სიკვდილის თემის მიმართ; განსაკუთრებით მაშინ, როცა სიკვდილი დაკავშირებულია რაიმე ანომალიურ ან განსაკუთრებულ გარემოებებთან. მოცემულ თემაზე ბევრ სენსაციურ ინფორმაციას „ყვითელ“ გამოცემებს კრიმინალური სფერო აძლევს. მსგავს მასალებში აშკარად შეიმჩნევა არა მომხდარის მიზეზებში გარკვევის მცდელობა, არამედ მკითხველის შეშინების ტენდენცია, ამიტომაც დიდი ყურადღება ეთმობა ნატურალისტური დეტალების აღწერას. „ყვითელი“ პრესა შეუხამებლის შეხამების მეთოდს იყენებს. ერთ ნომერში, ერთ გაშლაზე შეიძლება იუმორისტული და კრიმინალური მასალები ეხამებოდეს ერთმანეთს და მეტიც, ერთ მასალაში — ტრაგიკული და კომიკური ნიშნები. აქედანაა სიკვდილის თემაზე პრაქტიკულად ყველა პუბლიკაციის განმასხვავებელი თვისება — დაუფიქრებელი ან შეიძლება, ცინიუკური დამოკიდებულება ტრაგედიისადმი.
 
2. სენსაციურობა „ყვითელი“ პრესის არანაკლებ მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ის ვლინდება იმის წინაწარ განსაზღვრაში, თუ რამდენად სკანდალურია ესა თუ ის მოვლენა, რომელიც შემდგომში დაარღვევს მკითხველის ემოციურ წონასწორობას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხრივ. ნამდვილი სესნაციების და სკანდალების ძიება პრესის ნებისმიერი ტიპის განუყოფელი ამოცანაა, მათ შორის ელიტურისაც. რეალური სენსაციების „ყვითელ“ პრესაში გაშუქება პრაქტიკულად არ განსხვავდება მათი ხარისხიან პრესაში გაშუქების პრაქტიკისგან. განსხვავება ამ შემთხვევაში მხოლოდ მიზანშია. პირველ რიგში, მასობრივი გამოცემები სენსაციებს უფრო ხშირად იყენებენ და როგორც წესი, მხოლოდ ყურადღების მოხვეჭის მიზნით. მეორე მხრივ, ამ ტიპის პრესის სპეციფიკა ვლინდება ემოციურ და არა რაიმე სხვა ზემოქმედებაზე აქცენტით. „ყვითელი“ გამოცემები თითქმის არასდროს არ მოუწოდებენ მკითხველს თანაგააზრებისკენ, მაგრამ ყოველთვის — თანაგანცდისკენ. ამ ტიპის ბეჭდვითი პროდუქციის სენსაციური ინფორმაციისადმი მოპყრობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ „ყვითელი“ გამოცემები ძირითადად ისეთ რეალურ სენსაციებს აშუქებებენ, რომლებიც აუდიტორიაში იწვევენ (ან ცდილობენ, რომ გამოიწვიონ) მნიშვნელოვან მღელვარე ან მრისხანე ემოციებს და გაცილებით ნაკლებად — პოზიტიურს. მესამე მრივ, „ყვითელი“ პრესის სენსაციურობა ხშირად სიცრუეა. ადრე თუ გვიან, მასობრივი გამოცემების სენსაციებზე წერის სურვილი წინააღმდეგობაში მოდის რეალურ სინამდვილეში „მღელვარე ფაქტების“ შეზღუდულ არსებობასთან. მოცემული პრობლემის გადაწყვეტის ძიებისას „ყვითელი“ პრესა არა იმდენად რეალურ ფაქტებთან მოპყრობის პრაქტიკას მიადგა, არამედ ცრუ სენსაციებთან (ცნობები განსაცვიფრებელი ფაქტების შესახებ, რომლებსაც სინამდვილეში ადგილი არ ქონიათ), რომლებსაც გააჩნიათ დეზინფორმაციული საფუძველი, არამართლზომიერად მაღალი სუბიექტურობის ხარისხი, „მონომერულობა“. დამახასიათებელია აგრეთვე კვაზისენსაციების (სენსაციების შესახებ შეტყობინებები, რომლებიც რეალური სინამდვილის ფაქტების გარკვეული დამუშავების შემდეგ არიან მიღებული) გამოყენებაც, რომელთა დამახასიათებელი თვისებებია სუბიექტურობა, „მონომერულობა“, აზრობრივი აქცენტის გადატანა მეორეხარისხოვან დეტალზე (დეტალებზე), მოვლენის მნიშვნელობის და მისი ემოციური მოწოდების არაადეკვატურობა. ამის საფუძველზე, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ „ყვითელი“ ჟურნალისტიკა არ წარმოაჩენს სინამდვილეს, არამედ რეაგირებს მასზე და მის ინსცენირებასაც კი ახდენს. ხელოვნური სენსაციები — მასობრივი ლიტერატურის ერთგვარი ჟურნალისტური ანალოგია. „ყვითელ“ პრესას არ გააჩნია ინფორმაციული ინტერესების ბალანსი, ადვილად შესამჩნევია სერიოზული ინფორმაციის ხარჯზე, სენსაციური იფორმაციისკენ გადახრა. აქედან პარადოქსული შედეგი — ინფორმაციის არასაკმარისობა, ერთი მხრივ, და მისი სიჭარბე — მეორე მხრივ. არასაკმარისობა ერთი ტიპის მასალის გამოყენებაში გამოიხატება, როცა ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ტიპის პრობლემების საკმაოდ ფართო სპექტრის იგნორირება ხდება. ამის გამო, ადამიანი არ იღებს სრულყოფილ, დასრულებულ ცოდნას. სენსაციებისადმი მიწერილი განსაკუთრებული მნიშვნელობის და უნიკალურობის წყალობით, მთელი ყურადღების კონცენტრირება, პრაქტიკულად, ასეთი სახის თემატიკაზე ხდება, რომელიც შემდეგ არასაკმარისია ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის. სიჭარბე — მსგავსი თემების ინტენსიური გამოყენება, რითაც ჟურნალისტი ანაგვიანებს ინფორმაციულ სივრცეს, ქმნის ინფორმაციული ხმაურის დამატებით ნაკადებს.
 
3. „ყვითელი“ პრესის შემდეგი ტიპოლოგიური თვისებაა თემატური ეკლექტიზმი. „ყვითელი“ გაზეთებისგან განხვავებით, ხარისხიან გაზეთებში ნარჩუნდება თემების იერარქია, რომელიც ინფორმაციული ფასეულობის თვალსაზრისით, მათი გაშუქების მიმდევრობას განსაზღვრავს. არ დაიშვება პირველ ხაზზე წმინდად გასართობი ინფორმაციის გამოტანა. „ყვითელ“ პრესაში კი თემები მკითხველის ყურადღების მიპყრობის შესაძლებლობის მიხედვითაა გადანაწილებული. ამის გამო, ამგვარ გამოცემებში ან „ნულოვანი“ ინფორმაციის შემცველი (რომელიც მხოლოდ მოზიდვაზე და გართობაზეა მიმართული) ჟურნალისტიკა ყვავის, ან ის ადამიანის არსებობის ამა თუ იმ სფეროდან აღებული ძალზედ განსხვავებული თემების მოზაიკური ნარევია (ნამდვილად მნიშვნელოვანის და აშკარა სიჭარბის ნარევი). ეკლექტიზმის ერთ-ერთ მიზეზად „ყვითელი“ მ. ი. ს.-ის მასალების ექსკლუზივობისადმი გადამეტებული სწრაფვა შეიძლება დასახელდეს. მასობრივი ბეჭდვითი პროდუქტის შინაარსს აგრეთვე შეეხო სპეციალიზების ტენდენცია. მაგრამ მოცემულმა სპეციალიზაციამ განსაკუთრებული სახე მიიღო. მისი აღნიშვნა შეიძლება, როგორც „სპეციალიზაცია არარსებულზე“. არ არსებობს არცერთი კონკრეტული სფერო, რომლის გაშუქებასაც „ყვითელი“ პრესა რეგულარულად მიმართავს. მას სხვადასხვა დონის მოვლენების ყველაზე ფართო სპექტრი აინტერესებს, ოღონდ ერთი პირობით — ინფორმაციის არასტანდარტულობით. გამოყოფენ „ყვითელ“ მ. ი. ს.-ში ეკლექტიზმის გამოვლინების ორ ხერხს:
 
ა) ნიველირება. ის მნიშვნელოვანი და არამნიშვნელოვანი მოვლნების გათანაბრებისკენ სწრაფვას გულისხმობს. ინფორმაციული ნაკადის გაფანტვას მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათი აქვს. მოვლენებს გარკვეული სოციალური სტრუქტურის მიხედვით არჩევენ. ფაქტობრივად, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები თვითონვე განსაზღვრავენ ამა თუ იმ ფაქტის „მნიშვნელოვნებას“.
 
ბ) გადამეტება. თემატური ეკლექტურობის ამ გამოვლინების საშუალებაში უფრო მძაფრად გამოიხატება სერიოზული და უფრო გასართობი ხასიათის მასალების დაპიპირისპირება. ამის გამო იქმნება განსაკუთრებული მდგომარეობა, როცა დაბალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე მასალები მნიშვნელოვან ინფორმაციების ავიწროებს და ისინი მეორე ან მესამე პლანზე გადააქვს. სერიოზული თემები, რომლებზეც ისეთ გაზეთებში წერენ, როგორებიცაა რუსული „КП“, „Жизнь“, ინგლისური „თჰე შუნ“ და სხვ., ხშირ შემთხვევაში გასართობ ინფორმაციებთან შედარებით, მეორეხარისხოვანია. ინფორმაციის მომხმარებელს თვალწინ ისეთი სურათი ეშლება, რომ მისთვის შეუძლებელი ხდება მნიშვნელოვანის და მეორეხარისხოვანის გარჩევა, რაც ხშირად კოგნიტური დისონანსის ერთ-ერთი მიზეზი ხდება.
 
4. „ყვითელი“ პრესის სისტემის ერთ-ერთი „ბირთვული“ ელემენტია ვიზუალური შემადგენლის ტექსტურ კომპონენტზე პრევალირება. ვიზუალიზაცია მსოფლიოს ყველა მ. ი. ს.-ს საერთო ტენდეციაა, მაგრამ ამის მიუხედავად ხარისხიან გამოცემებში ილუსრაციულ რიგს ტექსტური მასალები ორგანულად ავსებენ. „ყვითელ“ პრესაში ხშირია „კაშკაშა“ გასაფორმებელი ელემენტების ექსპანსია: ფერის, ილუსტრაციის, სათაურების. სწორედ რომ „ყვითელი“ გამოცემები იყვნენ პირველები, ვინც ჟურნალისტიკის ისტორიაში პირველად ამგვარ ასპექტებთან ექსპერიმენტირება დაიწყეს და პირველ რიგში ფერთან, რომელიც ორ ფუნქციას ასრულებს: ერთის მხრივ, კონკრეტული მასალის მნიშვნელობას უსვავს ხაზს, რომელიც ნომრის გასაყიდაა გათვლილი, მეორეს მხრივ, ვიზუალურად გამოყოფს გაზეთს მის მსგავსებს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან „ყვითელი“ გამოცემები არსებითად ვრცელდება საცალო ვაჭრობის ქსელის საშუალებით. სტანდარტული შავი და თეთრი (თავფურცელზე) სათაურების გარდა, ასევე ძირითადად გვხვდება ყვითელი, სტაფილოსფერი, წითელი და ცირფერი. ზოლების შეფერადების ფერები — სტაფილოსფერი, ყვითელი და ცისფერი ფონები. ეს ფერის განა პრაქტიკულად აქ განხილული ყველა გამოცემისთვისაა დამახასითებელი. სახელდობრ ამ ფერების გამოყენება შემთხვევითი არაა, რადგან, როგორც ფსიქოლოგები მიიჩნევენ, ეს ტონალობები მთელი ფერთა სპექტრიდან ყველაზე მიმზიდველია. რაც შეეხება ილუსტრაციებს, „ყვითელ“ გამოცემებში მათ გაბატონებული მდგომარეობა უკავიათ, რადგან მათ გარეშე ასევე შეუძლებელია მთავარი ამოცანის შესრულება — აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა. ხშირად ამგვარ გაზეთებში ილუსტრაციეს ნახევარი გვერდი და მეტი უკავიათ. ეს თავისებურება ნებისმიერი მასობრივი კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ეფექტის განსხეულებას წარმოაჩენს — ემოციურის და ესთეტიურის. მაგრამ „ყვითელი“ პრესის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ემოციური შემადგენელი პირველ პლანზე გამოდის, ხშირად ესთეტიურის ხარჯზე. ანუ ექსკლუზიური ან სენსაციური ფოტომასალა იკავებს მნიშვნელოვან ადგილს, დაბალი ხარისხის შემთვხვევაშიც კი. მასობრივი პრესის ფურცლებზე ცენტრალური ადგილი ეთმობა „პრეს-ფოტოგრაფიას“, ანუ რეპორტაჟულ ილუსტრაციას, რომელიც კონკრეტულ ფაქტს მჭიდროდ უკავშირდება და კერძო მოვლენის ფარგლებს არ სცილდება. აქედან გამომდინარე, იგი გამორიცხავს ვარიაციულ განმარტებას. „ყვითელ“ ფოტოგრაფიას გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს, პოპულარობით მეორე ადგილზე მყოფი ვიზუალური შემადგენლის — საინფორმაციო გრაფიკის მსგავსად. დიაგრამების, ცხრილების, რუკების აქტიური გამოყენების მთავარი მიზანი მასალის მაქსიმალური გამარტივებისკენ „ყვითელი პრესის“ მისწრაფებაშია. „ყვითელი“ გაზეთები ცდილობენ ტექსტი საინფორმაციო გრაფიკით შეცვალონ, რომ ამით გაზეთი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად უბრალო და კომფორტული გახადონ. ამ მხრივ, მასობრივი პრესა იდეალურად მარტივ და თვალსაჩინო საგაზეთო მასალას — ერთგვარ კომიქსს ემსგავსება. „ყვითელი“ გაზეთების უმრავლესობისთვის მასალების „კომიქსური“ მიწოდება უკვე ჩვეული გახდა. ის სამი ელემენტის გაერთიანებაში ვლინდება. ესენია: ინფორმაციულობა, ხელმისაწვდომობა და გასართობი ხასიათი, რაც ერთად „ინფოტეიმენტის“, ანუ გასართობ-ინფორმაციულობის არსს შეადგენს.
 
ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასასრულს სწორედ „ყვითელმა“ პრესამ აქცია სათაურების კომპლექსი განსაკუთრებულად გასაფორმებელ ელემენტად. ამასთანავე, „ყვითელმა“ პრესამ სათაურების კომპლექსი პირველმა გამოიყენა განსაკუთრებული აზრობრივი დატვირთვის მქონე სიგნალის ფუნქციით. ინფორმაციულ სათაურებს ერთი და იგივე წარმატებით იყენებენ როგორც „ყვითელ“, ისე ხარისხიან პრესაში. თუმცა, მასობრივი გაზეთების სპეციფიკის გათვალისწინებით, მათი ინფორმაციული სათაურები გარკვეულად განსხვავდება. ყველაზე თვალშისაცემად — გაფორმების მხრივ. „ყვითელ“ პრესაში სათაურებს უკვე დიდი ხანია იყენებენ, როგორც ილუსტრაციის ერთგვარ სრულყოფილ სახეობას. „ყვითელი“ პრესის სათაურები მუდმივად სიცრუისა და სიმართლის ზღვარზეა. მკითხველის გულის მოგების მიზნით, ტექსტური შემადგენლის სათაურის ადეკვატურობა იგნორირებულია. პრაქტიკაში შემოვიდა შემდეგი ქვეტიპის დეზინფორმაციული სათაურები:
 
ა) ტექსტგარეშე სათაურები. ისინი არა მასალის კონკრეტულ ტექსტთან არიან დაკავშირებულნი, არამედ უფრო ტექსტგარეშე სიტუაციასთან, რომელიც გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ტექსტის შინაარსი.
 
ბ) სათაურები, რომლებიც პუბლიკაციის ერთ-ერთ თეზისს წარმოადგენენ. ხარისხიანი პრესის შინაარსიანი სათაურებისგან გასხვავებით, ბულვარული სათაურები ამბის მთელი შინაარსის გადმოცემას კი არ ცდილობენ, არამედ ყურადღებას უბრალოდ რაიმე დეტალის საშუალებით იპყრობენ.
 
გ) სათაური, რომელიც ტექსტში შემავალი ფაქტების უშუალო დამახინჯებას, გაყალებებას წარმოადგენს.
 
 
მიზანშეწონილი არ არის იმ ტენდენციის უსაფუძვლოდ გაკრიტიკება, რომ „ყვითელი“ გაზეთები დინამიური, ზოგჯერ კი აგრესიული ტიპის დაკაბადონებისკენ ისწრაფვიან, ვინაიდან ეჭვგარეშეა, რომ ინდივიდუალური გრაფიკული სახე ნებისმიერ გაზეთს უნდა ქონდეს. თუმცა, თუ ცალკეულ მაგალითებს განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ამა თუ იმ მასობრივ გამოცემას ინდივიდუალური სახე აქვს; ხოლო თუკი საერთო მასშტაბით შევაფასებთ, ასეთი ტიპის გამოცემები სტანდარტიზებული იქნება. პრაქტიკულად, ყველა „ყვითელი“ გაზეთი დიდი ზომის ილუსტრაციებს, კარგად დამუშავებულ ფოტოებს, ინფოგრაფიკას, დიდ სათაურებს (სადაც ხშირად მასალაში განხილული თემა არ აისახება), მცირე ზომის ტექსტებს, ერთი ტიპის ფერთა გამას იყენებს. ამგვარად, ინდივიდუალობისკენ სწრაფვის პროცესში მასობრივი გაზეთები სინამდვილეში სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს, იხრებიან უნივერსალური მოდელისკენ, რომელიც მკითხველის ყურადღების მიპყრობისთვის მეტად ეფექტურია. მაგრამ „ყვითელი“ პრესისთვის უფრო დამახასიათებელია ტექსტის სარეკლამო ხასიათი. ყოველდღიურ პრაქტიკაში მასობრივი პრესა თვალსაზრისით კი არ მანიპულირებს, არამედ სურვილით, რომელიც მკითხველს კონკრეტული მასალის შეთავაზებით, გაზეთის ყიდვას აიძულებს.
 
მთელი მე-19 საუკუნე მჭიდროდაა დაკავშირებული კაპიტალისტური (საბაზრო) ურთიერთობების განვითარებასთან. გარკვეულ ეტაპზე, ამ ურთიერთობებმა მ. ი. ს.-ის სფეროშიც შსეაღწიეს. „ყვითელ“ ტექსტში სულ უფრო ნათლად ჩანს ნაწარმის თვისებები. „ყვითელ“ პრესაში სულ უფრო მეტი მკითხველის დაკმაყოფილების ტენდენცია ვლინდება. მეწარმე ხომ ყოველთვის მაქსიმალურ მოგებას ესწრაფვის. ამის შედეგად, ცდილობენ ტექსტი (ან გაზეთი, როგორც ტექსტების ნაკრები) მაქსიმალურ ფასად გაყიდონ, მისი რეალური ღირებულების მიუხედავად. ტექსტის შინაარსის ხარისხი მეორე პლანზე გადადის, პირველ პლანზე კი — პროდუქტის „შეფუთვა“ — მისი ვიზუალური გაფორმება, რომელიც მკითხველის ყურადღებას იპყრობს. „ყვითელი“ გაზეთები პირველები იყენებენ ფერს, თან დართულ ილუსტრაციებს, მსხვილ სათაურებს. „ყვითელი“ პრესის გამოჩენის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ჟურნალისტიკის ფუნქციის შემდგომი გაფართოება. შემეცნებით ფუნქციასთან ერთად, სულ უფრო დიდ როლს ასრულებს აქსიოლოგიური, შემოქმედებით-კრეატიული, ესთეტიკური, რეკრეატიული და ჰედონისტური ფუნქციები. ბოლო ორის გამოჩენასთან არსებითად დაკავშირებულია „ყვითელი“ პრესის წარმოშობა. რეკრეატიული ფუნქცია აუდიტორიისთვის გასართობი და ბანალობამდე დაყვანილი მასალის შეთავაზების გზით ხორციელდება, რომელიც მკითხველს მოშვების, საკუთარი პრობლემებიდან და სამსახურიდან ყურადღების გადატანის საშუალებას აძლევს. ჰედონისტური ფუნქცია მკითხველის „შეკვეთის“ შესრულებას და მისი მხრიდან საკუთარი თავის ისეთ ინდივიდად აღქმას გულისხმობს, რომელიც სკომუნიკაციო პროცესშია ჩართული. ამ ფუნქციას ნებისმიერი ტიპის პრესა ასრულებს, მაგრამ „ყვითელი“ ჟურნალისტიკის სფეროში რეკრეატიული და ჰედონისტური მოთხოვნების დაკმაყოფილება ამ ტიპის საფუძველია. მაშასადამე, „ყვითელი“ პრესის წარმოქმნის მესამე, ძირითადი მიზეზი ეფუძნება მასობრივი ცნობიერების ევოლუციის თავისებურებებს ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში.
 
ტიპად ჩამოყალიბების ნიშან-თვისებების (რომლებიც გამოცემის სტრუქტურა ეფუძნება) ქონა-არქონიდან გამომდინარე, „ყვითელი“ პრესის გროვაში შეიძლება გამოიყოს გამოცემის გარკვეული სახესხვაობები იმის მიხედვით, თუ რამდენად იკლებს სინამდვილის ანალიზის ხარისხი. ესენია:
 
1. „შუალედური“ გამოცემები, რომლებიც ხარისხიანი გაზეთებისკენ ისწრაფვიან, თუმცა „ყვითელი“ პრესისთვის დამახასიათებელი რამდენიმე თვისება აქვთ.
 
2. ბულვარული გამოცემები, რომლებიც, როგორც წესი, „ყვითელი“ გამოცემების ყველა ძირითად თვისებას აერთიანებენ. თუ ხარისხიან პრესას შევადარებთ, მათ მეტწილად ბანალური შინაარსი ექნებათ და უფრო „მერკანტილურები“ იქნებიან, ვიდრე „შუალედურნი“.
 
3. საკუთრივ „ყვითელი“ პრესა — გაზეთები, რომლებსაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თავისებურება. მკვეთრად გამოხატული ჰედონისტური პათოსით, სენსაციური ხასიათით და ღია ვულგარულობით გამოირჩევა.
 
4. ნახევრადპორნოგრაფიული და პორნოგრაფიული გამოცემები (მათთვის დამახასიათებელია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოდიფიკაციების თვისებებს ინარჩუნებს, მაგრამ უფრო მეტად დევიაციურ სექსუალური ურთიერთიერთობების განხილვისკენ იხრება).
 
ასე რომ, „ყვითელი“ პრესის ჩამოყალიბება და განვითარება მე-20 საუკუნეში დასავლეთში ღრმა სოციოკულტურულ ცვლილებებსა და მასობრივი საზოგადოების აქსიოლოგიური პარადიგმის ცვლილებაზე მიუთითებენ.
 
[[კატეგორია:პრესა]]